სწრაფი შემოწმებით, უკრაინაში საჰაერო თავდასხმებისგან თავშესაფართა დაახლოებით მეოთხედს პრობლემები აღმოაჩნდა
უკრაინაში 3 ივნისს ჩატარებული სწრაფი შემოწმების თანახმად, უკრაინის საჰაერო თავდასხმებისგან თავშესაფართა დაახლოებით მეოთხედი ან ჩაკეტილი ან გამოუსადეგარი აღმოჩნდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შემოწმდა 4800-ზე მეტი თავშესაფარი, და აქედან 252 ჩაკეტილი იყო, 893 კი გამოუსადეგარი გამოყენებისთვის.
ამავე დღეს, ტელეგრამით გავრცელებულ განცხადებაში კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ თქვა, რომ მთავრობამ მოსახლეობისგან მიიღო 1000-ზე მეტი საჩივარი, ჩაკეტილი ან გამოუსადეგარი თავშესაფრების თაობაზე.
თავშესაფრების შემოწმების ბრძანება გასცა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მას შემდეგ, რაც დაიღუპნენ ცხრა წლის გოგონა, მისი დედა და კიდევ ერთი ქალი, რადგან ვერ მოახერხეს შეღწევა კიევის ერთ-ერთ თავშესაფარში, რომელიც, გავრცელებული ცნობებით, დაკეტილი იყო რუსეთის თავდასხმის დროს.
სამი ქალის დაღუპვის ამბავს საზოგადოებაში აღშფოთება მოჰყვა. ზელენსკი აცხადებს, რომ მრეწველობის და შინაგან საქმეთა მინისტრებს დაავალა დაბომბვის დაწინააღმდეგო თავშესაფრების სრული შემოწმება.
პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა სამი ადამიანის სიკვდილის გარემოებების გამოსაძიებლად.
გასულ თვეში უკრაინის დედაქალაქზე რუსეთის შეტევების 19 ტალღა განხორციელდა.
გენერალური პროკურატურის განცხადებით, ჩაკეტილ თავშესაფართან კავშირის გამო ოთხი პირი დააკავეს.
სიახლეები
- ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს
- სურსათის ეროვნული სააგენტო თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ამას არავითარი ანდერძი არ სჭირდება, მეუფე შიო, პატრიარქობის ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატია"- მეუფე ვახტანგი
- ,,დროა, ირანმა შეთანხმება დადოს, ვიდრე ძალიან გვიან არ იქნება"- დონალდ ტრამპი
- ,,დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები"- ირაკლი კირცხალია