"უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემა რთული გადაწყვეტილება იყო"- ჯო ბაიდენი
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემის გადაწყვეტილება რთულად მიიღო, მაგრამ პრეზიდენტის თქმით, დღეს ეს იარაღი კიევს სჭირდება.
CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ჯო ბაიდენმა თქვა, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე მან კონსულტაციები გაიარა მოკავშირეებსა და პარტნიორებთან, ასევე კონგრესის წევრებთან.
„ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო. ამ საკითხზე ვიმსჯელეთ ჩვენს მოკავშირეებთან, ჩვენს მეგობრებთან. უკრაინას ისევ სასტიკად უტევენ ამ კასეტური იარაღით, რაც მათი მოსახლეობისთვის სახიფათოა. ეს ის ომია, რომელიც დაკავშირებულია საბრძოლო მასალასთან. მათ კი ეწურებათ ეს საბრძოლო მასალა. ის ჩვენც ცოტა გვაქვს, ამიტომ, მე გავითვალისწინე თავდაცვის უწყების რეკომენდაცია, რომ - არა მუდმივად, მაგრამ სწორედ ამ გარდამავალ პერიოდში მიგვეცა ეს იარაღი უკრაინელებისთვის“, - თქვა ბაიდენმა.
უკრაინამ აშშ-ს კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემა რამდენიმე თვის წინ სთხოვა. ვაშინგტონს ამ საკითხის გადასაწყვეტად დრო დასჭირდა.
7 ივლისს კი ცნობილი გახდა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა, რომელიც კასეტურ საბრძოლო მასალას მოიცავს.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა 7 ივლისს განაცხადა, რომ აშშ მიაწოდებს უკრაინას კასეტურ საბრძოლო მასალებს, რათა შეასრულოს მხოლოდ თავისი ტერიტორიის დაცვის მიზნით გამოყენებისთვის იარაღის მიწოდების თხოვნა.
სალივანმა დასძინა, რომ უკრაინამ არ უნდა გამოიყენოს ეს იარაღი სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, არამედ მხოლოდ საკუთარი ტერიტორიის დასაცავად.
კასეტური იარაღის გამოყენება აკრძალულია საერთაშორისო კონვენციით (CCM), რომელშიც 2008 წლის მაისის შემდეგ გაერთიანებულია ასზე მეტი ქვეყანა. აშშ, ასევე რუსეთი და უკრაინა, არ არიან კასეტური იარაღის აკრძალვის კონვენციის მონაწილეები.
სიახლეები
- ,,გიორგი გახარია გახლავთ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირი – სამარცხვინოა, როდესაც ის შეიძლება გამოჩნდეს ტერიტორიაზე, სადაც სხვადასხვა ოფიციალური პირები შეიძლება იყვნენ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,გერმანიის ელჩის და ეკა გიგაურის შეხვედრაზე: გერმანიის ხელისუფლებამ გვითხრას, რას აკეთებს პეტერ ფიშერი საქართველოში"- გურამ მაჭარაშვილი
- ზუგდიდში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
- ,,ბატონი პაპუაშვილი ჯამში 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე” – პეტერ ფიშერი
- 13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი