თეთრი სახლი უარყოფს ინფორმაციას, რომ ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ უკრაინის ნატო-ში შესაძლო გაწევრიანების საკითხი განიხილება
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უარყოფენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საუბარია რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ უკრაინის ტერიტორიების ნაწილის დათმობის სანაცვლოდ ნატო-ში უკრაინის შესაძლო გაწევრიანებაზე.
ჟურნალისტის კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა დისკუსია უკრაინის ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ უპასუხა: "არაფერი მსგავსი. ეს ასე არ არის".
მისი თქმით, აშშ-ის ხელისუფლების პოზიციაა, რომ მომავალში უკრაინა შეძლებს გახდეს ნატო-ს წევრი, რაც ვილნიუსში გამართულ სამიტზე ალიანსის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელობამ დაადასტურა.
შეგახსენებთ, ნატო-ს გენერალური მდივნის აპარატის ხელმძღვანელმა, სტიან იენსენმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობა შეიძლება კიევისთვის მშვიდობის მიღწევისა და ნატო-ში გაწევრიანების გზა იყოს.
სიახლეები
- ,,გიორგი გახარია გახლავთ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირი – სამარცხვინოა, როდესაც ის შეიძლება გამოჩნდეს ტერიტორიაზე, სადაც სხვადასხვა ოფიციალური პირები შეიძლება იყვნენ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,გერმანიის ელჩის და ეკა გიგაურის შეხვედრაზე: გერმანიის ხელისუფლებამ გვითხრას, რას აკეთებს პეტერ ფიშერი საქართველოში"- გურამ მაჭარაშვილი
- ზუგდიდში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
- ,,ბატონი პაპუაშვილი ჯამში 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე” – პეტერ ფიშერი
- 13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი