კრემლის ცნობით, პუტინი დონის როსტოვში ჩავიდა
კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, 18 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დონის როსტოვში მდებარე სამხედრო შტაბში თათბირი გამართა.
კრემლის განცხადებაში წერია, რომ პუტინმა გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვისა და სხვა მაღალი რანგის ოფიცრების ანგარიშები მოისმინა. დონის როსტოვში პუტინის ვიზიტის სხვა დეტალებს, ფოტოებსა და ვიდეომასალას კრემლი არ ავრცელებს.
რუსეთის პრეზიდენტი იშვიათად ჩადის იმ ტერიტორიებზე, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში მიმდინარე ომთან.
უკანასკნელად ის აპრილში იმყოფებოდა უკრაინაში, ორ ოკუპირებულ ტერიტორიაზე - ხერსონისა და ლუგანსკის ოლქებში მდებარე სამხედრო შტაბებში და დაათვალიერა. მაშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ის ხერსონის ოლქში „დნეპრის“ შტაბში იმყოფებოდა. მოგვიანებით, სწორედ ამ ინფორმაციას დაემატა ცნობაც ლუგანსკის ოლქში პუტინის ჩასვლის შესახებ და წინადადება, რომ „სახელმწიფოს მეთაურმა სამხედრო მოსამსახურეებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა და საჩუქრად გადასცა ხატების ასლები“.
მანამდე, მარტში, გვიან ღამით, გასაიდუმლოებული ვიზიტის ფარგლებში ჩავიდა პუტინი რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ოკუპირებულ და ნახევრად დანგრეულ ქალაქ მარიუპოლში. რუსული მედიის ცნობით, ის იქ ვერტმფრენით ჩაფრინდა და ქალაქში მანქანით გადაადგილდებოდა.
ტელეგრამის არხით გავრცელებულ ვიდეოზე პუტინს მარიუპოლში თან ახლდა მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე მარატ ხუსნულინი.
ოფიციალური ცნობით, პუტინმა დაათვალიერა სანაპირო ზოლი იახტკლუბის ტერიტორიაზე, თეატრის შენობა და ნევსკის მიკრორაიონში ადგილობრივ მოსახლეობას ესაუბრა.
ფოტოები ან ვიდეოები, რომელზეც ასახული იქნებოდა პუტინის გადაადგილება მარიუპოლის ქუჩებში და შეხვედრა ქალაქის მცხოვრებლებთან - არ გამოქვეყნებულა.
სიახლეები
- ,,გიორგი გახარია გახლავთ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირი – სამარცხვინოა, როდესაც ის შეიძლება გამოჩნდეს ტერიტორიაზე, სადაც სხვადასხვა ოფიციალური პირები შეიძლება იყვნენ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,გერმანიის ელჩის და ეკა გიგაურის შეხვედრაზე: გერმანიის ხელისუფლებამ გვითხრას, რას აკეთებს პეტერ ფიშერი საქართველოში"- გურამ მაჭარაშვილი
- ზუგდიდში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
- ,,ბატონი პაპუაშვილი ჯამში 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე” – პეტერ ფიშერი
- 13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი