ბრაზილიაში მომხდარ ავიაკატასტროფას 14 ადამიანი ემსხვერპლა
ბრაზილიის ამაზონასის შტატში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად მასში მყოფი 14-ვე ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი შტატის გუბერნატორზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისივე მტკიცებით, დაღუპულთა შორის 12 მგზავრი და ეკიპაჟის ორი წევრია.
შემთხვევა ბარსელოსის პროვინციაში, შტატის დედაქალაქ მანაუსიდან 400 კილომეტრში მოხდა.
მომხდარზე გამოძიება დაწყებულია. ამაზონასის შტატის გუბერნატორის ინფორმაციით, ავიაკატასტროფის სავარაუდო მიზეზი დაშვების დროს დაშვებული შეცდომა იყო.
სიახლეები
- მსახიობი დონარა გვრიტიშვილი გარდაიცვალა
- ტრამპმა პუტინის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომ სანქციების შედეგს 6 თვის შემდეგ ნახავს
- იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
- ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარედგინა, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად მილიონი ლარის გირაოს ითხოვს
- ,,ყველამ კარგად იცის, რომ რადიკალური ოპოზიცია ბრიუსელსა თუ სხვა დედაქალაქებში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შესაჩერებლად დარბის "- ეკა სეფიაშვილი