"ჩვენი პრიორიტეტია და გვსურს ხელი მოვაწეროთ სამშვიდობო ხელშეკრულებას აზერბაიჯანთან რაც შეიძლება მალე"- ნიკოლ ფაშინიანი
სომხეთი და აზერბაიჯანი 5 ოქტომბერს გრანადაში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზე არანაირი დოკუმენტის ხელმოწერას არ გეგმავენ, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
კერძოდ, კითხვაზე, იგეგმება თუ არა რაიმე დოკუმენტის ხელმოწერა სამიტის დროს, ფაშინიანმა უპასუხა, რომ ”სამწუხაროდ, არა”.
"სამშვიდობო დღის წესრიგი ჩვენი პრიორიტეტია და გვსურს ხელი მოვაწეროთ სამშვიდობო ხელშეკრულებას აზერბაიჯანთან რაც შეიძლება მალე, მაგალითად, წლის ბოლომდე ან მომავალი წლის დასაწყისში. და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის. ძალიან მინდა ვთქვა, რომ დოკუმენტის გაფორმება იგეგმება გრანადაში, მაგრამ, სამწუხაროდ, არა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ინტენსიურად გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს და მივაღწევთ საკითხის გადაწყვეტას“, - განაცხადა ფაშინიანმა.
კითხვაზე, თვლის თუ არა, რომ შესაძლებელია სამშვიდობო ხელშეკრულების წლის ბოლომდე ხელმოწერა არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ფაშინიანმა უპასუხა, რომ ყოველთვის შესაძლებლად თვლის, რადგან ასეთ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის პოლიტიკური ვალდებულება აიღო.
"რაც უფრო ჭიანურდება ეს ხელშეკრულება, მით უარესია ჩვენი პოლიტიკური ვალდებულებების თვალსაზრისით. ჩემი საქმეა, ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ ეს შესაძლებელი იყოს არსებული რეალობიდან გამომდინარე“, - განაცხადა ფაშინიანმა და იმედი გამოთქვა, რომ სიტუაცია შეიცვლება.
სიახლეები
- ,,გიორგი გახარია გახლავთ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირი – სამარცხვინოა, როდესაც ის შეიძლება გამოჩნდეს ტერიტორიაზე, სადაც სხვადასხვა ოფიციალური პირები შეიძლება იყვნენ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,გერმანიის ელჩის და ეკა გიგაურის შეხვედრაზე: გერმანიის ხელისუფლებამ გვითხრას, რას აკეთებს პეტერ ფიშერი საქართველოში"- გურამ მაჭარაშვილი
- ზუგდიდში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
- ,,ბატონი პაპუაშვილი ჯამში 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე” – პეტერ ფიშერი
- 13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი