ერდოღანმა და პუტინმა ისრაელში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი გამართეს
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ისრაელში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი გამართეს.
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ლიდერებმა განიხილეს ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტის მიმდინარეობა და დაძაბულობის გავრცელების პრევენციის ზომები.
ამასთან, თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ისაუბრეს ჰუმანატარული საჭიროების დაკმაყოფილების გზებზეც.
ასევე, აღინიშნა, სამოქალაქო დასახლებების მიმართულებით შეტევა შემაშფოთებელია და თურქეთი განაგრძობს ძალისხმევას რეგიონში სიმშვიდის უზრუნველსაყოფად.
სიახლეები
- ,,გიორგი გახარია გახლავთ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირი – სამარცხვინოა, როდესაც ის შეიძლება გამოჩნდეს ტერიტორიაზე, სადაც სხვადასხვა ოფიციალური პირები შეიძლება იყვნენ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,გერმანიის ელჩის და ეკა გიგაურის შეხვედრაზე: გერმანიის ხელისუფლებამ გვითხრას, რას აკეთებს პეტერ ფიშერი საქართველოში"- გურამ მაჭარაშვილი
- ზუგდიდში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
- ,,ბატონი პაპუაშვილი ჯამში 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე” – პეტერ ფიშერი
- 13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი