ბელგიაში შვედეთის ორი მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ლიკვიდირებულია
ბელგიის პოლიციამ 17 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამართალდამცველებმა მოკლეს წუხანდელ სროლაში ეჭვმიტანილი, რომელმაც შვედეთის ორი მოქალაქე გამოასალმა სიცოცხლეს.
ბელგიის დედაქალაქში ეჭვმიტანილის ძებნის ოპერაციის დაწყებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრმა ანელის ვერლინდენმა ტელევიზია VRT-ს შემდეგი განუცხადა: "კარგი ამბავი გვაქვს: ეჭვმიტანილი ვიპოვეთ." მისი თქმით, ამოღებულია იარაღი, რომლიდანაც, სავარაუდოდ, შვედეთის მოქალაქეებს ესროლეს.
ვებგვერდ HLN-ის თანახმად, 45 წლის აბდესალ ლასუედი მოკლეს შარბეკის რაიონის ერთ-ერთ კაფეში, რომელიც წუხანდელი სროლის ადგილიდან დაახლოებით ორ კილომეტრში მდებარეობს.
მედიის ცნობით, ლასუედი ტუნისელია და ბელგიაში არალეგალურად ცხოვრობდა. ის ცნობილი იყო პოლიციისთვის და, როგორც HLN იუწყება, ეჭვმიტანილი იყო ადამიანის კონტრაბანდაში.
16 ოქტომბერს, საღამოს, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში თავდამსხმელმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა შვედეთის 2 მოქალაქე და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. ბრიუსელში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე გამოცხადდა.
სიახლეები
- “გზის გადაკეტვის მცდელობები გარედან არის დაფინანსებული” - კახა კალაძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით
- ირაკლი ღარიბაშვილი სასამართლოში მივიდა
- მსახიობი დონარა გვრიტიშვილი გარდაიცვალა
- ტრამპმა პუტინის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომ სანქციების შედეგს 6 თვის შემდეგ ნახავს
- იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო