ისრაელის არმია ღაზის სეტორს საჰაერო და სახმელეთო გზებით უტევს
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ღაზის სექტორში, ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა ჰამასის 450 ობიექტს დაარტყეს.
Times of Israel-ი სამხედრო ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით წერს, რომ სამიზნეს წარმოადგენდა ჰამასის სამეთაურო ცენტრები, სამეთვალყურეო ცენტრები და პოზიციები, საიდანაც მოწინააღმდეგე ტანკსაწინააღმდეგო მართვად რაკეტებს უშვებს.
ცნობილი გახდა, რომ ისრაელმა გააფართოვა სახმელეთო ოპერაცია ღაზის სექტორში და დამატებითი ძალა შეიყვანა. ისრაელის მედიის თანახმად, სახმელეთო შენაერთების სამიზნეს ტერორისტული დაჯგუფების განადგურება წარმოადგენს და ისინი ამ ამოცანის შესასრულებლად, კოორდინირებულად მიიწევენ წინ სიღრმისკენ.
ისრაელის სამხედრო სარდლობა მოუწოდებს ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილისა და ქალაქ ღაზის მოსახლეობას, რომ გადაადგილდნენ სამხრეთით, შედარებით უსაფრთხო ზონაში, სადაც მათ შეუძლიათ მიიღონ ჰუმანიტარული დახმარება. ისრაელი აცხადებს, რომ ჰამასი მშვიდობიან ადამიანებს "ცოცხალ ფარად" იყენებს.
ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისიმ X-ზე (ყოფილი ტვიტერი) დაწერა, რომ ისრაელმა ისრაელმა, თავისი ქმედებებით, „წითელი ხაზი გადალახა", რასაც შესაძლოა საპასუხო ნაბიჯები მოჰყვეს. ირანის პრეზიდენტი ასევე წერს, რომ აშშ „აგრძელებენ ისრაელის ფართოდ დახმარებას “, მაგრამ „წინააღმდეგობის ღერძი“ მათ "ბრძოლის ველზე მკაფიოდ პასუხობს". აქ იგულისხმება იმ რადიკალური ძალების წინააღმდეგობა, რომლებსაც ახლო აღმოსავლეთში ირანი მფარველობს. მათ შორის არის ჰამასიც.
უფრო ფართო რეგიონალური კონფლიქტის თავიდან ასაშორებლად, აშშ-მა მოუწოდა ირანს, არ ჩაერიოს ომში.
პალესტინელთა რადიკალური მოძრაობა ჰამას“ ისრაელმა ომი მას შემდეგ გამოუცხადა, რაც 7 ოქტომბერს, ჰამასმა ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, ხოლო შეიარაღებული ჯგუფები ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ - ასეულობით ადამიანი დახოცეს და მძევლად აიყვანეს. ცნობების თანახმად, იმ დღეს ისრაელში 1400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ჰამასმა ასეულობით ადამიანი მძევლად აიყვანა და ღაზის სექტორში გადაიყვანა. ისრაელის მხარის ინფორმაციით, მათ შორს 30 ბავშვია.
სიახლეები
- ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს
- სურსათის ეროვნული სააგენტო თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ამას არავითარი ანდერძი არ სჭირდება, მეუფე შიო, პატრიარქობის ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატია"- მეუფე ვახტანგი
- ,,დროა, ირანმა შეთანხმება დადოს, ვიდრე ძალიან გვიან არ იქნება"- დონალდ ტრამპი
- ,,დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები"- ირაკლი კირცხალია