"მოქალაქეების რწმენაზე, რომ სწრაფად და ლამაზად გავიმარჯვებდით, პასუხისმგებლობა მეკისრება, იმ დროს შევქმენი ილუზია, რათა გადავრჩენილიყავით, დღეს ილუზიას ვანგრევ, რომ გადავრჩეთ"- ალექსეი არესტოვიჩი
მართალია, რიგითი მოქალაქეების რწმენაზე, რომ ჩვენ სწრაფად და ლამაზად გავიმარჯვებდით, პასუხისმგებლობა პირადად მე მეკისრება, თუმცა არ გავურბივარ ამ პასუხისმგებლობას, იმ დროს მე შევქმენი ილუზია, რათა გადავრჩენილიყავით, დღეს ამ ილუზიას ვანგრევ, რომ გადავრჩეთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.
არესტოვიჩის თქმით, უკრაინაში კიდევ ერთი წლის განმავლობაში თუ იქნება ისეთი პოლიტიკა, როგორიც ახლა არის, უკრაინამ ნატო უნდა დაივიწყოს.
„ბევრს ეწყინა, რომ ნატო-ს სანაცვლოდ ტერიტორია შევთავაზე, თუმცა მე სანაცვლოდ ტერიტორია არ შემითავაზებია, მაგრამ ბოლომდე არავინ კითხულობს. ასე რომ, პატარა საიდუმლოს გაგიმხელთ, თუ კიდევ ექვსი თვე ან ერთი წელი ასეთი „წარმატებული“ პოლიტიკა გვექნება, როგორიც ახლა, შეგვიძლია, ნატო დავივიწყოთ. ჩვენ ვისაუბრებთ მხოლოდ ზოგიერთ გარანტიაზე გაწევრიანების გარეშე. ეს პროცესი უკვე დაწყებულია, შეგიძლიათ, გაეცნოთ NBC-ის სტატიას. ერთი წლის შემდეგ კი, ესეც არ მოხდება. იქნება კიდევ ერთი მინსკის შეთანხმება ახალი სახელით, მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლება, გამოსწორდეს, იფიქრეთ ამაზე“, – წერს არესტოვიჩი.
სიახლეები
- “რუსეთის თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვი - დროა, ევროკავშირმა მიიღოს სანქციების ძლიერი პაკეტი, ასევე ველით მკაცრ სასანქციო ზომებს აშშ-სგან და „დიდი შვიდეულისგან“ - ვოლოდიმირ ზელენსკი
- მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიის გამარჯვებული გახდა
- 71 წლის აზა ჩილაჩავას, რომელსაც აქციაზე სახის დაფარვას ედავებოდნენ, სასამართლომ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა
- რუსებმა ხარკოვში საბავშვო ბაღს დრონით დაარტყეს
- “პეტერ ფიშერის ჩარევა შიდა პროცესებში ყველანაირი დიპლომატიური სტანდარტის დარღვევა იყო” – წილოსანი