ჯო ბაიდენი უკრაინის დახმარების შესახებ კანონპროექტის კენჭისყრაზე - „რესპუბლიკელების“ მოთხოვნები პოლიტიკური შანტაჟია
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების შესახებ კანონპროექტის სენატში დაბლოკვას ეხმაურება და „რესპუბლიკელი“ სენატორების მოთხოვნას პოლიტიკურ შანტაჟად აფასებს.
„კონგრესში „რესპუბლიკელები“ იმუქრებიან, რომ შეწყვეტენ უკრაინის მხარდაჭერას, თუ ისინი ვერ შეძლებენ თავიანთი უკიდურესად მიკერძოებული სასაზღვრო პოლიტიკის გატარებას. ეს არის პოლიტიკური შანტაჟი. ფსონები ზედმეტად მაღალია და შედეგები ძალიან მნიშვნელოვანია ომის ზღვარზე ბალანსირების პოლიტიკის კუთხით“, - აცხადებს ბაიდენი.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დაფინანსების შესახებ კანონპროექტის კენჭისყრა დაბლოკა. დოკუმენტი ითვალისწინებდა 106 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით დამატებითი დაფინანსების გამოყოფას, აქედან 61 მილიარდი უკრაინის დახმარებისთვის იყო განკუთვნილი. კანონპროექტის მიღებისთვის საჭირო იყო 60 სენატორის ხმა, თუმცა კანონპროექტს მხარი მხოლოდ 51-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 49 წავიდა. კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა ყველა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა და დამოუკიდებელმა სენატორმა ბერნი სანდერსმა მისცა.
სიახლეები
- ,,გიორგი გახარია გახლავთ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირი – სამარცხვინოა, როდესაც ის შეიძლება გამოჩნდეს ტერიტორიაზე, სადაც სხვადასხვა ოფიციალური პირები შეიძლება იყვნენ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,გერმანიის ელჩის და ეკა გიგაურის შეხვედრაზე: გერმანიის ხელისუფლებამ გვითხრას, რას აკეთებს პეტერ ფიშერი საქართველოში"- გურამ მაჭარაშვილი
- ზუგდიდში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
- ,,ბატონი პაპუაშვილი ჯამში 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე” – პეტერ ფიშერი
- 13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი