"უკრაინამ ყველა რეკომენდაცია შეასრულა, რათა დაიწყოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები" - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ ყველა რეკომენდაცია შეასრულა, რათა დაიწყოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თეთრ სახლში ამერიკის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან საერთო პრესკონფერენციაზე
.„უკრაინამ შეასრულა ევროკომისიის ყველა რეკომენდაცია, რაც დაკავშირებულია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან და ჩვენ მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია ევროპელ ლიდერებთან ჩვენი ერთობლივი ნაბიჯების, სანქციების და პოლიტიკური ძალისხმევის შესახებ რუსეთზე ზეწოლის მიზნით. ამერიკის ხელმძღვანელობა გადამწყვეტია ამ ერთიანობის შენარჩუნებაში”, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ უკრაინის თავდაცვის წყალობით ახლა ევროპის სხვა ქვეყნები უსაფრთხოდ არიან და დაცული რუსული აგრესიისგან.
„უკრაინაში ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნისა და ევროპის თავისუფლებისთვის. ვიცავთ ჩვენსა და თქვენს თავისუფლებას და ამის შედეგი არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არა მხოლოდ უკრაინაში აისახება, არამედ პოლონეთში და ბალტიისპირეთის ქვეყნებში, მოლდოვაში და სხვა ქვეყნებში”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ ახსენა „პატრიოტის“ ტიპის სარაკეტო სისტემები და აღნიშნა, რომ რუსული იარაღი მას ვერ შეედრება.
„ჩვენი მიზანია, გავიმარჯვოთ საჰაერო ბრძოლაში, გავანადგუროთ რუსული საჰაერო ბატონობა. ვინც აკონტროლებს ცას, აკონტროლებს ომის ხანგრძლივობას”, – დასძინა ზელენსკიმ.
სიახლეები
- "ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნების წარმომადგენლების აქციაზე ყოფნა უარყოფითად აისახება არა მხოლოდ შესაბამისი ქვეყნის, არამედ ევროკავშირის იმიჯზეც"
- ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიხსნა იმერეთის სასკოლო სპორტული ლიგა მინი ფეხბურთში
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 17 მაისისთვის
- "გვსურს, მშვიდობიანი შეკრებით წარმოვაჩინოთ, რომ ჩვენი ისტორიის, ტრადიციების, ღირებულებების დაცვა უმნიშვნელოვანესია და ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა დგას"
- "ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსთაველის ტრიბუნიდან გამოსვლას „ვარდების რევოლუციის“ ხსენებით იწყებენ"