ამ გვერდის ამობედვა

"რუსეთი არასოდეს დაიხევს უკან" - ვლადიმერ პუტინი

რუსეთი არასოდეს დაიხევს უკან, არ არსებობს ძალა, რომელიც რუსებს გაყოფს და ქვეყნის განვითარებას შეაჩერებს , - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საახალწლო მიმართვაში განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტს უკრაინასთან კონფლიქტზე არ უსაუბრია, თუმცა შეაქო სამხედროები, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან.

 

„ჩვენი გული თქვენთანაა. ვამაყობთ თქვენით და აღფრთოვანებული ვართ თქვენი სიმამაცით. ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია ურთულესი ამოცანების გადაჭრა და არასდროს დავიხევთ უკან, რადგან არ არსებობს ძალა, რომელიც გაგვყოფს“, - განაცხადა პუტინმა.

წაკითხვა 189 ჯერ