სამი ადამიანი დაიღუპა უკრაინის ქალაქ კრივოი-როგზე თავდასხმისას
უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი-როგში რუსეთის თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 30-ზე მეტი კი საავადმყოფოებში გადაიყვანეს, იტყობინება რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერჰი ლისაკი.
მოგვიანებით ლისაკმა ტელეგრამის არხით გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდასხმის შედეგად 10 ბავშვი და 38 ზრდასრული დაშავდა. ქალაქში ცეცხლი გაუჩნდა ორ, ცხრა და ხუთსართულიან, საცხოვრებელ შენობას.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მომხდართან დაკავშირებით წერს, რომ კრივოი-როგში სარაკეტო თავდასხმის შემდეგ სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს და ნანგრევების ქვეშ ადამიანებს ეძებენ. „განადგურება ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსში“, დაწერა ზელენსკიმ. მან სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს და მეგობრებს.
რუსული მხარე თავდასხმაზე კომენტარს არ აკეთებს. უკრაინაში ომის განმავლობაში მოსკოვი უარყოფს სამოქალაქო ობიექტებზე განზრახ თავდასხმებს.
სიახლეები
- დროებითი გზის მოწყობა მიმდინარეობს სოფელ კურსებში
- 20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,ვფიქრობ, თუ ევროპულ მედიას აშშ-ის პრეზიდენტზე თავდასხმა სურს, მათ ჯერ სარკეში უნდა ჩაიხედონ"- ჯეი დი ვენსი
- ,,მათთვის კიდევ ერთი დიდი დარტყმის მიყენება მოგვიწევს"- დონალდ ტრამპი
- ,,ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას"- ირაკლი კობახიძე