ავსტრიამ კიდევ ორი რუსი დიპლომატი გააძევა
ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა ვენაში რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი. მათ ავსტრია 19 მარტამდე უნდა დატოვონ.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელა ამ პირთა ქმედებები, რომლებიც შეუთავსებელია დიპლომატის სტატუსთან. ეს ფორმულირება, როგორც წესი, გამოიყენება სპეცსამსახურების სასარგებლოდ მოქმედების შემთხვევაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ავსტრიის გადაწყვეტილებას საპასუხო ზომები მოჰყვება.
2023 წლის თებერვალში, სტატუსთან შეუთავსებელი ქმედებების გამო, ავსტრიიდან გააძევეს ოთხი რუსი დიპლომატი. კიდევ ოთხს ქვეყანა დაატოვებინეს 2022 წლის აპრილში, როცა ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა კოორდინირებულად გადაწყვიტეს რუსი დიპლომატების გაძევება, რუსი სამხედროების მიერ უკრაინის ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივად დახოცვის გამო.
სიახლეები
- ,,გიორგი გახარია გახლავთ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირი – სამარცხვინოა, როდესაც ის შეიძლება გამოჩნდეს ტერიტორიაზე, სადაც სხვადასხვა ოფიციალური პირები შეიძლება იყვნენ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,გერმანიის ელჩის და ეკა გიგაურის შეხვედრაზე: გერმანიის ხელისუფლებამ გვითხრას, რას აკეთებს პეტერ ფიშერი საქართველოში"- გურამ მაჭარაშვილი
- ზუგდიდში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
- ,,ბატონი პაპუაშვილი ჯამში 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე” – პეტერ ფიშერი
- 13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი