კრემლი უარყოფს ინფორმაციას, რომ „ჰავანის სინდრომის“ დაავადების უკან რუსული სამხედრო დაზვერვა დგას
კრემლი უარყოფს საერთაშორისო ჟურნალისტური ქსელის ინფორმაციას, რომ „ჰავანის სინდრომის“ დაავადების უკან რუსული სამხედრო დაზვერვა დგას.
„ეს სულაც არ არის ახალი საკითხი. მრავალი წლის განმავლობაში პრესაში გაზვიადებული იყო ეგრეთ წოდებული „ჰავანის სინდრომის“ თემა და თავიდანვე უკავშირებოდა რუსული მხარის მიმართ ბრალდებებს, მაგრამ არავის არასოდეს გამოუქვეყნებია ან გამოუთქვამს რაიმე დამაჯერებელი მტკიცებულება ამ უსაფუძვლო ბრალდებასთან დაკავშირებით. ეს ყოველივე სხვა არაფერია, თუ არა მედიის მხრიდან უსაფუძვლო ბრალდებები“, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.
საერთაშორისო ჟურნალისტური ქსელის გამოძიების თანახმად, „ჰავანის სინდრომი“ თბილისში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლის მეუღლესაც დაუფიქსირდა. მათივე ცნობით, ფაქტთან რუსეთის სპეცსამსახურების კავშირი დგინდება.
სიახლეები
- "საქართველოს მთავრობის მეთაურთან ნათლად ვთქვი, რომ ეს კანონი შეცდომაა და არ უნდა იქნას მიღებული" - ოლაფ შოლცი
- "ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, გამოყონ 10-მდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას" - პრემიერი
- "სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი" - კახა კალაძე
- "დღეს, თბილისსა და სხვადასხვა კუთხეში ასობით ათასი მოქალაქის გამოსვლით, ფაქტობრივად, რეფერენდუმი შედგა" - შალვა პაპუაშვილი
- "დიდი მნიშვნელობა არ აქვს გაიწვევენ თუ არა ამ კანონს, რადგან მთელი სურათი შემაშფოთებელია" - პრეზიდენტი