საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, “უცხოური ძალის ინტერესებით მოქმედი ორგანიზაციების” შესახებ კანონპროექტი გაიწვიონ - გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტი
საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების” შესახებ კანონპროექტი გაიწვიონ. ამის შესახებ განცხადებას გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტი ავრცელებს.
გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისი აღნიშნავს, რომ კანონპროექტი „სერიოზული საფრთხეა“ გამოხატვის თავისუფლებისთვის.
“საქართველო: ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, გაიწვიონ კანონპროექტი, რომელიც საზღვარგარეთიდან თავისი დაფინანსების 20%-ზე მეტის მიმღებ სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის” იარლიყს აკრავს. ეს სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებისთვის”, - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტში 3 აპრილს ხელახლა დააინიცირეს.
სიახლეები
- “ისტერიულ აგონიაში ხართ” - ქეთი ხოსიტაშვილი ISFED-ის პუბლიკაციაზე
- “ის არა ელჩის მოვალეობას ასრულებს, არამედ „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი აქტივისტისას, რომელსაც მალე გააუქმებენ” - გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირის ელჩზე
- ქუთაისის ინფექციურ ცენტრს მთავრობა “ლჯ და კომპანიისგან” 8 მილიონ ლარად გამოისყიდის
- ოქროს ფასმა 4 300 დოლარს გადააჭარბა – რა ღირს ოქრო საქართველოში
- რუსეთის ჯარებმა ხარკოვი დაბომბეს