ამ გვერდის ამობედვა

"უკრაინელებმა პირველად რუსული Ту-22М3 ბომბდამშენი გაანადგურეს" - უკრაინის საჰაერო ძალები

უკრაინელებმა პირველად გაანადგურეს რუსული Ту-22М3 ტიპის ბომბდამშენი, - ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაურზე, გენერალ-ლეიტენანტ ნიკოლაი ოლეშჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს.

"პირველად, საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფებმა, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან თანამშრომლობით, სტრატეგიული ბომბდამშენი Ту-22М3 გაანადგურეს", - აცხადებს ოლეშჩუკი.

მისი თქმით, აღნიშნული თვითმფრინავი X-22 ფრთოსანი რაკეტების მატარებელია, რომელსაც რუსები უკრაინის მშვიდობიან ქალაქებზე თავდასხმისთვის იყენებენ.

შეგახსენებთ, დილით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთში, სტავროპოლის ტერიტორიაზე, რუსეთის აეროკოსმოსური ძალების კუთვნილი Ту-22М3 ტიპის ბომბდამშენი საბრძოლო დავალების შესრულების შემდეგ ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის უწყების მტკიცებით, კატასტროფის მიზეზი თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა გახდა.

წაკითხვა 80 ჯერ

სიახლეები