ამ გვერდის ამობედვა

ირანის პრეზიდენტის უკანასკნელი ფრენა - რა არის ამ დროისთვის ცნობილი?

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წუ­ხელ მომ­ხდარ ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფას ირა­ნის პრე­ზი­დენ­ტი ებ­რა­ჰიმ რა­ი­სი, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი და შვე­ულმფრე­ნის ყვე­ლა მგზავ­რი ემსხვერ­პლა. რა­ი­სი 63 წლის იყო.

ვერ­ტმფრე­ნი, რო­მელ­შიც ირა­ნის პრე­ზი­დენ­ტი, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი და კი­დევ 7 პირი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, 19 მა­ისს ჩა­მო­ვარ­და ირა­ნის ჩრდი­ლო-და­სავ­ლეთ­ში, მთი­ან რა­ი­ონ­ში, აზერ­ბა­ი­ჯან­თან სა­ზღვრის მახ­ლობ­ლად. დე­ლე­გა­ცია ბრუნ­დე­ბო­და აღ­მო­სავ­ლეთ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრო­ვინ­ცი­ი­დან - ირა­ნის რე­გი­ო­ნი­დან, რო­მე­ლიც აზერ­ბა­ი­ჯანს ესა­ზღვრე­ბა. ირა­ნის პრე­ზი­დენ­ტი რა­ი­სი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენტ ილ­ჰამ ალი­ევ­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ობ­და ახა­ლი კაშხლის გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ა­ში.

ვერ­ტმფრენ­ში მყო­ფი ყვე­ლა პირი და­ი­ღუ­პა. სა­ა­გენ­ტო Tasnim-ის ცნო­ბით, პრე­ზი­დენ­ტთან და სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრთან ერ­თად იყ­ვნენ პრო­ვინ­ცია აღ­მო­სავ­ლეთ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის გუ­ბერ­ნა­ტო­რი, ქა­ლაქ თავ­რი­ზის იმა­მი, პრე­ზი­დენ­ტის დაც­ვის უფ­რო­სი და დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მე­ლი. ეკი­პა­ჟის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იყ­ვნენ ორი პი­ლო­ტი და ტექ­ნი­კო­სი.

ირა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ვერ­ტმფრე­ნის კა­ტას­ტრო­ფის მი­ზე­ზად უა­მინ­დო­ბა და­ა­სა­ხე­ლა.

ძლი­ე­რი ნის­ლის გამო გარ­თუ­ლე­ბუ­ლი იყო სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­აც. მაშ­ვე­ლებ­მა ვერ­ტმფრე­ნის კა­ტას­ტრო­ფის რა­ი­ო­ნამ­დე დღეს, 20 მა­ისს მი­აღ­წი­ეს.

 

"ში­ი­ტი სა­სუ­ლი­ე­რო პირი, რო­მე­ლიც ის­ლა­მუ­რი რეს­პუბ­ლი­კის ოპო­ნენ­ტე­ბის ყვე­ლა­ზე სას­ტიკ დარ­ბე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, იყო ირა­ნის უმაღ­ლე­სი ლი­დე­რის, აია­თო­ლა ალი ხა­მე­ნე­ის პრო­ტეჟე და ქვე­ყა­ნა­ში რე­ლი­გი­უ­რი მმარ­თვე­ლო­ბის ერ­თგუ­ლი მხარ­დამ­ჭე­რი", - წერს New York Times-ი.

 

Reuters-ის ცნო­ბით, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი­დან ჩანს, რომ თვითმფრი­ნა­ვი მთის მწვერ­ვალს შე­ე­ჯა­ხა, თუმ­ცა ავა­რი­ის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებ­ზე ჯერ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა. ამას­თან, Reuters-ი იუ­წყე­ბა, რომ ის­რა­ე­ლის ოფი­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტოს გა­ნუ­ცხა­და, რომ ვერ­ტმფრე­ნის ჩა­მო­ვარ­დნა­სა და პრე­ზი­დენ­ტის და­ღუპ­ვა­ში მათი ხელი არ ურე­ვია.

 

რა­ი­სის გარ­დაც­ვა­ლე­ბას თე­ი­რან­ში რუ­სე­თის სა­ელ­ჩო და სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი სერ­გეი ლავ­რო­ვი გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ.

ლავ­როვ­მა სამ­ძი­მა­რი გა­მოთ­ქვა და დას­ძი­ნა:

"რუ­სეთ­ში ირა­ნის პრე­ზი­დენ­ტი ებ­რა­ჰიმ რა­ი­სი და ირა­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ჰო­სე­ინ ამირ-აბ­დო­ლა­ჰი­ა­ნი ცნო­ბი­ლი იყ­ვნენ, რო­გორც ჩვე­ნი ქვეყ­ნის ნამ­დვი­ლი, სან­დო მე­გობ­რე­ბი... ამ მწუ­ხა­რე­ბის ჟამს, გუ­ლით თქვენ­თან ვართ", - მი­მარ­თა მან ირა­ნელ ხალ­ხს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, პრე­ზი­დენ­ტი რა­ი­სი უკ­რა­ი­ნას­თან ომის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სეთს ია­რა­ღით ამა­რა­გებ­და.

 

მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ ქვეყ­ნის დრო­ე­ბი­თი პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბას ირა­ნის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი მო­ჰა­მედ მოხ­ბე­რი და­ი­კა­ვებს. ის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას ჩა­უდ­გე­ბა სა­თა­ვე­ში, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენ­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 50 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა ჩა­ტარ­დეს.

ტრა­გი­კულ შემ­თხვე­ვას ევ­რო­საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტი შარლ მი­შე­ლიც გა­მო­ეხ­მა­უ­რა და X-ზე ატ­ვირ­თულ პოს­ტში და­წე­რა:

"ევ­რო­კავ­ში­რი გულ­წრფელ მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს პრე­ზი­დენტ რა­ი­სის და სა­გა­რეო მი­ნის­ტრ ჰო­სე­ინ ამირ-აბ­დო­ლა­ჰი­ა­ნის, ისე­ვე რო­გორც მათი დე­ლე­გა­ცი­ის სხვა წევ­რე­ბის და ეკი­პა­ჟის ავა­რი­ა­ში გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო".

ირა­ნე­ლებს ყა­ტა­რის შე­იხ­მა თა­მიმ ბინ ჰა­მად ბინ ხა­ლი­ფა ალ-თა­ნი­მაც მი­უ­სამ­ძიმ­რა. მან X-ზე მოკ­ლე გან­ცხა­დე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

"გულ­წრფელ სამ­ძი­მარს ვუ­ცხა­დებ ირა­ნის ის­ლა­მუ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბას და ხალ­ხს პრე­ზი­დენტ ებ­რა­ჰიმ რა­ი­სის, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ ჰო­სე­ინ ამირ აბ­დუ­ლა­ჰი­ა­ნის და მათი თან­მხლე­ბი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო",- წერს ის სო­ცი­ა­ლურ პლატ­ფორ­მა­ზე.

 

შემ­თხვე­ვას ინ­დო­ე­თის პრე­მი­ერ მი­ნის­ტრი ნა­რენ­დრა მო­დიც გა­მო­ეხ­მა­უ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ რა­ი­სის ტრა­გი­კუ­ლი და­ღუპ­ვით ღრმად არის დამ­წუხ­რე­ბუ­ლი და შო­კი­რე­ბუ­ლი: " ამ მწუ­ხა­რე­ბის დროს ინ­დო­ე­თი ირა­ნის გვერ­დით დგას",- წერს ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა ერა­ყის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მო­ჰა­მედ შია ალ სუ­და­ნიმ და გა­ნა­ცხა­და, რომ მისი ქვე­ყა­ნა ირა­ნელ ხალ­ხსა და ლი­დე­რებს მხარს უჭერს ამ ტრა­გი­კუ­ლი ინ­ცი­დენ­ტის ფონ­ზე.

 

ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახ­ლა­ხან "ჰა­მა­სმაც" გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა, რო­მელ­შიც დაჯ­გუ­ფე­ბა ირა­ნის პრე­ზი­დენ­ტსა და სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრს ის­რა­ე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ომში მხარ­და­ჭე­რის­თვის მად­ლო­ბას უხ­დის:

"ამ ლი­დე­რებ­მა სი­ო­ნის­ტუ­რი ერ­თე­უ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნი ხალ­ხის ლე­გი­ტი­მურ ბრძო­ლას და­უ­ჭი­რეს მხა­რი. მათ ღი­რე­ბუ­ლი მხარ­და­ჭე­რა გა­უ­წი­ეს პა­ლეს­ტი­ნის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას და ღა­ზას სექ­ტორ­ში მყო­ფი ჩვე­ნი ხალ­ხის­თვის და­უ­ღა­ლა­ვი ძა­ლის­ხმე­ვა გა­ი­ღეს. მათ ასე­ვე პა­ლეს­ტი­ნე­ლი ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ სი­ო­ნის­ტუ­რი აგ­რე­სი­ის შე­სა­ჩე­რებ­ლად პო­ლი­ტი­კუ­რი და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მოქ­მე­დე­ბე­ბიც ჩა­ა­ტა­რეს", - წერს ტე­რო­რის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბა.

 

ებ­რა­ჰიმ რა­ი­სი ირა­ნის პრე­ზი­დენ­ტი იყო 2021 წლის აგ­ვის­ტო­დან. ის მა­ნამ­დე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ირა­ნის სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას. ირან­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის გამო სან­ქცი­რე­ბუ­ლი იყო აშშ-ის და ევ­რო­კავ­ში­რის მიერ.

 

წყარო

წაკითხვა 279 ჯერ