თეთრ სახლში ანტიდემოკრატიული უწოდეს საქართველოს პარლამენტში მიღებულ „აგენტების კანონს”
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ანტიდემოკრატიული უწოდეს „აგენტების კანონს”, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს კიდევ ერთხელ მიიღო, ამჯერად, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ.
თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა 28 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა იმედგაცრუებული არიან საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოეთის აგენტების” ანტიდემოკრატიულ კანონზე ვეტოს დაძლევით.
ჟან-პიერმა ხაზი გაუსვა ამ კანონით გამოწვეულ, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროტესტს და იმას, რომ ბევრმა ქართველმა თავისი პოზიცია ძალიან მკაფიოდ გამოხატა. თეთრი სახლის პრესმდივნის თქმით, კანონი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისგან მოითხოვს უცხოური მთავრობის აგენტებად დარეგისტრირებას, თუ უცხოეთიდან მათი დაფინანსება 20 პროცენტს აღემატება და მაშინ, როცა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დემოკრატიის შენარჩუნებაში, ასეთი ტვირთის შექმნა ძირს უთხრის ამ შესაძლებლობას.
როგორც კარინ ჟან-პიერმა თქვა, სამოქალაქო საზოგადოებას ავტორიტარული მთავრობები ახშობენ: „ეს არის ინსტრუმენტი განსხვავებული აზრის ჩასახშობად. ეს არ არის ის, რასაც დემოკრატიები აკეთებენ”.
თეთრი სახლის პრესმდივანს ბრიფინგზე ჰკითხეს მოსალოდნელი სანქციების შესახებ, რასაც უპასუხა, რომ სათქმელი არაფერი აქვს და ამის შესახებ უკვე ისაუბრა სახელმწიფო დეპარტამენტმა.
სიახლეები
- თბილისში, საბურთალოზე ორმა ახალგაზრდამ ერთმანეთი ცივი იარაღით დაჭრა
- “მადლობა რასა იუკნევიჩიანესა და ყველა ევროპარლამენტარს, რეზოლუცია უკვე მერამდენედ, ხაზგასმით მოითხოვს ჩემს გათავისუფლებასა და უცხოეთში გადაყვანას” - მიხეილ სააკაშვილი
- “ისინი ჩართულები იყვნენ რევოლუციურ სცენარში და მცდელობები ჰქონდათ, ქვეყანაში მოეწყოთ სახელმწიფო გადატრიალება” - კახა კალაძე ენჯეოებზე
- “სალომე ზურაბიშვილს გაუვიდა ყველანაირი ვადა და დადის დროშით, იძახის, პრეზიდენტი ვარო” - პაპუაშვილი
- “ჯერ გავიგოთ, აღიარებს თუ არა რადიკალური ოპოზიცია და საერთაშორისო სუბიექტები ეუთი/ოდირის შარშანდელ დასკვნას და ამის შემდეგ შეიძლება ვიმსჯელოთ ეუთო/ოდირის მოწვევასთან დაკავშირებით” - ირაკლი კობახიძე