ჯო ბაიდენს მოლოდინი აქვს, რომ ირანი შეაჩერებს ისრაელის წინააღმდეგ დაგეგმილ საპასუხო თავდასხმას
ჯო ბაიდენს ჟურნალისტმა ჰკითხა, ფიქრობს თუ არა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ირანი შეაჩერებს ისრაელის წინააღმდეგ დაგეგმილ საპასუხო თავდასხმას, რაზეც ბაიდენმა უპასუხა, რომ „ეს მისი მოლოდინია“.
შეერთებული შტატები, ეგვიპტე და კატარი მიმდინარე კვირას სამიტს მართავენ, რომელიც მიზნად ისახავს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე მუშაობის დასრულებას, რაც ასევე მძევლების გათავისუფლებასაც ითვალისწინებს.
ამ დრომდე „ჰამასი“ აცხადებს, რომ სამიტს არ დაესწრება, ხოლო ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისში აღნიშნეს, რომ ისრაელის დელეგაცია მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებს.
სიახლეები
- ექიმებმა გორში ქალი სასწრაფო დახმარების მანქანაში ამშობიარეს
- ხობში ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღიკვეთა
- ,,კრიტიკა და შეურაცხყოფა აბსოლუტურად ორი განსხვავებული მიმართულებაა – ყველაფერი უნდა დარეგულირდეს და ურთიერთპატივისცემა იყოს"- კახა კალაძე
- ,,თავიდანვე გასაგები იყო, რომ ეს ერთობა განწირული იყო მარცხისთვის"- კახა კალაძე
- ,,სამი ბრალი მაქვს და მალე დასახვრეტი ვიქნები - ტერორიზმს მაბრალებენ"- ალეკო ელისაშვილი