,,დასავლეთისგან შებრუნების პროცესი რამდენიმე წელია მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენი, აშშ-ის მთავრობასთან ურთიერთობების შეცვლის ნამდვილი გამომწვევი იყო „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი"- იან კელი
საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, იან კელიმ თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციაზე განცხადება გააკეთა.
ყოფილმა ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს გენში აქვს პროდასავლურობა და ამ გზაზე მას შეერთებული შტატები არა მხოლოდ რიტორიკულ, არამედ მნიშვნელოვან ფინანსურ მხარდაჭერას უწევს, თუმცა ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, განსაკუთრებით კი „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღებამ გამოიწვია ის, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მთავრობას პირდაპირი დახმარება შეუწყვიტა.
„თითქოს ვგრძნობ, რომ სამყარო თავდაყირა დატრიალდა საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ პროდასავლური ხაზი გრძელდება, ის, რაც ხდება ხელისუფლების დონეზე ხდება, ნამდვილად დამაბნეველია. დასავლეთისგან შებრუნების პროცესი რამდენიმე წელია მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენთან, აშშ-ის მთავრობასთან ურთიერთობების შეცვლის ნამდვილი გამომწვევი იყო უცხოური აგენტების შესახებ კანონი. არასდროს ვიფიქრებდი, რომ ვიხილავდი მომენტს, როდესაც საქართველოს მთავრობას ყველა პირდაპირ დახმარებას შევუწყვეტდით, მაგრამ სწორედ აქ ვართ - ჩვენ შევუწყვიტეთ საქართველოს მთავრობას პირდაპირი დახმარება, გავაუქმეთ „ღირსეული პარტნიორის“ პროგრამა“, - აღნიშნა ყოფილმა ელჩმა.
ამასთან, იან კელიმ ხაზი გაუსვა, რომ შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მხარდამჭერ პროგრამებს.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე