ირანი აცხადებს, რომ "სიმეტრიული და პროპორციული" პასუხით გამოვა
ირანი აცხადებს, რომ "სიმეტრიული და პროპორციული" პასუხით გამოვა - მას მერე, რაც ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ გააუქმეს თეირანთან საჰაერო მომსახურების შეთანხმებები და განაცხადეს, რომ სანქციებს დაუწესებენ მის ავიაკომპანიას, Iran Air-ს.
ევროპული სამეული, რომელიც E3-ის სახელითაა ცნობილი, 10 სექტემბერს ერთობლივ განცხადებაში ამბობდა, ამ ზომებს იღებენ იმ ცნობების დადასტურების შემდეგ, რომ ირანმა რუსეთს ბალისტიკური რაკეტები გადასცა.
პარალელურად, აშშ-მა სანქციები დაუწესა ირანსა და რუსეთში დაფუძნებულ 10 ინდივიდს და ექვს კომპანიას, მათ შორის Iran Air-ს, რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის შესახებ ცნობების გამო.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ნასერ კანანიმ 10 სექტემბერს ამ ცნობებს უწოდა "სრულიად უსაფუძვლო და ყალბი".
"სამი ევროპული ქვეყნის ნაბიჯები წარმოადგენს გაგრძელებას დასავლეთის მტრული პოლიტიკისა და ირანის ხალხისთვის ეკონომიკური ტერორიზმის დაწესებას" - წერს კანანი ტელეგრამით და დასძენს - "ამას სიმეტრიული და პროპორციული პასუხი გაეცემა".
E3 განცხადებაში ამბობს, რომ ბალისტიკური რაკეტების მიწოდების შესახებ ცნობები წარმოადგენს "კიდევ უფრო მეტ ესკალაციას ირანის სამხედრო მხარდაჭერისა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიის ომის, ირანის რაკეტები ევროპის მიწამდე მოაღწევს და გაზრდის უკრაინელი ხალხის ტანჯვას".
სიახლეები
- ექიმებმა გორში ქალი სასწრაფო დახმარების მანქანაში ამშობიარეს
- ხობში ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღიკვეთა
- ,,კრიტიკა და შეურაცხყოფა აბსოლუტურად ორი განსხვავებული მიმართულებაა – ყველაფერი უნდა დარეგულირდეს და ურთიერთპატივისცემა იყოს"- კახა კალაძე
- ,,თავიდანვე გასაგები იყო, რომ ეს ერთობა განწირული იყო მარცხისთვის"- კახა კალაძე
- ,,სამი ბრალი მაქვს და მალე დასახვრეტი ვიქნები - ტერორიზმს მაბრალებენ"- ალეკო ელისაშვილი