,,ვგმობ პოლიტიკურ ძალადობას მოხარული ვარ, რომ დონალდ ტრამპი უსაფრთხოდ არის"- კამალა ჰარისი
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი და „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი, კამალა ჰარისი ყოფილ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე შესაძლო თავდასხმის მცდელობას ეხმაურება და აცხადებს, რომ პოლიტიკურ ძალადობას გმობს.
„ძალიან შეშფოთებული ვარ ყოფილი პრეზიდენტის, ტრამპის შესაძლო მკვლელობის მცდელობის გამო. ვგმობ პოლიტიკურ ძალადობას. ჩვენ ყველამ უნდა შევიტანოთ ჩვენი წვლილი, რათა ამ ინციდენტმა არ გამოიწვიოს მეტი ძალადობა“, - აღნიშნულია ჰარისის განცხადებაში, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს.
ამასთან, სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ჰარისმა აღნიშნა, რომ მოხარულია, რომ დონალდ ტრამპი უსაფრთხოდ არის.
„ამერიკაში ძალადობის ადგილი არ არის. მომაწოდეს ინფორმაცია ფლორიდაში, ყოფილ პრეზიდენტ ტრამპის სიახლოვეს მომხდარი გასროლის შესახებ და მოხარული ვარ, რომ ის უსაფრთხოდ არის. ამერიკაში ძალადობის ადგილი არ არის“, - წერს კამალა ჰარისი.
ცნობისთვის, ფლორიდაში, დონალდ ტრამპის გოლფის მოედანთან, სადაც ყოფილი პრეზიდენტი გოლფს თამაშობდა, სროლა მოხდა. აშშ-ის ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ განაცხადა, რომ მომხდარი, როგორც ჩანს, მკვლელობის მცდელობა იყო. ეჭვმიტანილი დაკავებულია. მედიის ინფორმაციით, ის შუახნის მამაკაცი, რაიან უესლი როუტია. საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, შეიარაღებული თავდამსხმელი ტრამპისგან 300-500 მეტრის დაშორებით იმყოფებოდა. სამართალდამცავებმა იმ ადგილას, სადაც ეჭვმიტანილი იყო განთავსებული, AK-47 სტილის თოფი, კამერა და ზურგჩანთები იპოვეს.
სიახლეები
- ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს
- სურსათის ეროვნული სააგენტო თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ამას არავითარი ანდერძი არ სჭირდება, მეუფე შიო, პატრიარქობის ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატია"- მეუფე ვახტანგი
- ,,დროა, ირანმა შეთანხმება დადოს, ვიდრე ძალიან გვიან არ იქნება"- დონალდ ტრამპი
- ,,დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები"- ირაკლი კირცხალია