ირანის ერთ-ერთ მაღაროში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 30 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა აღმოსავლეთ ირანში ნახშირის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად. ამის შესახებ სამხრეთ ხორასანის პროვინციის გუბერნატორმა მოჰამედ ჯავად კენატმა განაცხადა.
"სამწუხაროდ, დაიღუპა 30 ადამიანი, დაშავდა 17 ადამიანი, რომლებიც სამედიცინო ცენტრებში გადაიყვანეს", - დაადასტურა პირჰოსეინ კოლივანდმა, წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების ხელმძღვანელმა.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, მაღაროში აფეთქების მიზეზი მეთანის გაჟონვა გახდა. ინციდენტი 21 სექტემბრის საღამოს მოხდა თეირანიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 540 კილომეტრით დაშორებულ ტაბასის მაღაროში. ირანული სააგენტოების ცნობით, მაღაროში 24 მაღაროელი რჩება გამომწყვდეული.
აფეთქების დროს მაღაროში სულ 70-მდე ადამიანი მუშაობდა.
სიახლეები
- ექიმებმა გორში ქალი სასწრაფო დახმარების მანქანაში ამშობიარეს
- ხობში ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღიკვეთა
- ,,კრიტიკა და შეურაცხყოფა აბსოლუტურად ორი განსხვავებული მიმართულებაა – ყველაფერი უნდა დარეგულირდეს და ურთიერთპატივისცემა იყოს"- კახა კალაძე
- ,,თავიდანვე გასაგები იყო, რომ ეს ერთობა განწირული იყო მარცხისთვის"- კახა კალაძე
- ,,სამი ბრალი მაქვს და მალე დასახვრეტი ვიქნები - ტერორიზმს მაბრალებენ"- ალეკო ელისაშვილი