იტალიაში სახლში გაზის აფეთქებას ერთი ოჯახის 4 წევრი ემსხვერპლა
იტალიის ქალაქ სავიანოში ორსართულიან სახლში გაზის გაჟონვით გამოწვეულ აფეთქებას ერთი ოჯახის 4 წევრი, მათ შორის 2 ბავშვი, ემსხვერპლა.
სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, აფეთქების შემდეგ სახლის ნაწილობრივი ჩამოშლის შედეგად დედა, ბებია და და-ძმა დაიღუპნენ, მამა და ახალშობილი ბავშვი კი ნანგრევებიდან ცოცხლები გამოიყვანეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მამა საავადმყოფოში გადაიყვანეს და მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო ახალშობილის დაზიანებები სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის.
"მეხანძრეებმა მამა და ახალშობილი გადაარჩინეს და მათი ზრუნვა ადგილზე მობილიზებულ ჯანდაცვის სფეროს მუშაკებს ჩააბარეს, თუმცა ვერაფერი უშველეს ორ ბავშვს, ბიჭსა და გოგოს, რომელთა ცხედრებიც, სამწუხაროდ, უსიცოცხლოდ აღმოაჩინეს". - წერია იტალიის სახანძრო სამსახურის განცხადებაში.
აფეთქება ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე მოხდა. მეხანძრეების თქმით, მამა და ახალშობილი დილითვე იპოვეს, დედის, ბებიისა და და-ძმის ცხედრები კი დღის განმავლობაში აღმოაჩინეს.
სიახლეები
- ექიმებმა გორში ქალი სასწრაფო დახმარების მანქანაში ამშობიარეს
- ხობში ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღიკვეთა
- ,,კრიტიკა და შეურაცხყოფა აბსოლუტურად ორი განსხვავებული მიმართულებაა – ყველაფერი უნდა დარეგულირდეს და ურთიერთპატივისცემა იყოს"- კახა კალაძე
- ,,თავიდანვე გასაგები იყო, რომ ეს ერთობა განწირული იყო მარცხისთვის"- კახა კალაძე
- ,,სამი ბრალი მაქვს და მალე დასახვრეტი ვიქნები - ტერორიზმს მაბრალებენ"- ალეკო ელისაშვილი