ზელენსკიმ აშშ-ში ვიზიტი ამერიკული ქარხანიდან დაიწყო, რომელიც უკრაინისთვის ჭურვებს აწარმოებს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ში ვიზიტი დაიწყო პენსილვანიის შტატში მდებარე ქარხანაში სტუმრობით. ქალაქ სკრენტონში მდებარე ქარხანა უკრაინის არმიისთვის 155-მილიმეტრიან საარტილერიო ჭურვებს აწარმოებს.
ზელენსკიმ ქარხნის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა, რომ უკრაინას თავისუფლებისთვის ბრძოლაში ეხმარებიან.
პენტაგონის ოფიციალური მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის სექტემბრის დასაწყისამდე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია დაახლოებით 55,9 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.
უკრაინის პრეზიდენტი 22 სექტემბერს ჩავიდა აშშ-ში, სადაც გაეროს გენერალურ ასამბლეას მიმართავს და შეხვდება პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს, რომელიც 2024 წლის ნოემბრის არჩევნებში დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატია.
დაგეგმილია ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატთან, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთანაც.
ვიზიტის წინ პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონს წარუდგენს უკრაინის „გამარჯვების გეგმას".
სიახლეები
- ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს
- სურსათის ეროვნული სააგენტო თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ამას არავითარი ანდერძი არ სჭირდება, მეუფე შიო, პატრიარქობის ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატია"- მეუფე ვახტანგი
- ,,დროა, ირანმა შეთანხმება დადოს, ვიდრე ძალიან გვიან არ იქნება"- დონალდ ტრამპი
- ,,დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები"- ირაკლი კირცხალია