" რუსეთს სურს უკრაინა სიბნელესა და სიცივეში ჩააგდოს - ამის შესაჩერებლად დასავლეთმა უკრაინის მიმართ დახმარება უნდა გაზარდოს " - ჯოზეფ ბორელი
რუსეთი ცდილობს გაანადგუროს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა ზამთრის წინ, რათა დატოვოს იგი სიბნელეში და სიცივეში, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
„აშკარაა, რომ რუსეთს სურს უკრაინა სიბნელესა და სიცივეში ჩააგდოს. ზამთარი მოდის და რუსეთის მიერ ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შემდეგ, უკრაინის ენერგიის წარმოების სიმძლავრე ორი მესამედით შემცირდა“, - განაცხადა ბორელმა ნიუ-იორკში, ჟურნალისტებთან საუბარში.
მისი თქმით, კიევის დასავლელმა მოკავშირეებმა უნდა უზრუნველყონ უკრაინისთვის არა მხოლოდ სამხედრო შესაძლებლობების მიწოდება, არამედ ელექტროენერგიის წარმოების შესაძლებლობების გაზრდა.
„მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინას არა მხოლოდ სამხედრო შესაძლებლობების მიწოდებით, არამედ ელექტროენერგიის წარმოების შესაძლებლობების უზრუნველყოფით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ქვეყანას ზამთარში ძალიან მძიმე პერიოდი ექნება. ორივე საქმე ერთდროულად უნდა გაკეთდეს. აზრი არ აქვს ელექტროენერგიის გენერატორის მიწოდებას დღეს, თუკი ის ხვალ განადგურდება", - აღნიშნა ბორელმა.
ამასთან, მისი თქმით, საჭიროა, უკრაინამ გაიუმჯობესოს სამხედრო მდგომარეობა იმისთვის, რომ მოლაპარაკებებზე ძლიერი პოზიციით წარდგეს.
„უკრაინამ უნდა გააუმჯობესოს სამხედრო მდგომარეობა, რათა სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ძლიერი პოზიციით წარდგეს. „გამარჯვების გეგმა“ არის იმის შესახებ, თუ როგორ უნდა წარიმართოს ომი. „სამშვიდობო გეგმა“ კი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მივიღოთ მშვიდობა", - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
სიახლეები
- ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს
- სურსათის ეროვნული სააგენტო თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ამას არავითარი ანდერძი არ სჭირდება, მეუფე შიო, პატრიარქობის ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატია"- მეუფე ვახტანგი
- ,,დროა, ირანმა შეთანხმება დადოს, ვიდრე ძალიან გვიან არ იქნება"- დონალდ ტრამპი
- ,,დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები"- ირაკლი კირცხალია