" უკრაინის პრეზიდენტი, ქვეყანაში მიმდინარე ომის ფონზე, შეთანხმებაზე უარს ამბობს" - დონალდ ტრამპი
„რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა ვოლოდიმირ ზელენსკი და განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ქვეყანაში მიმდინარე ომის ფონზე, შეთანხმებაზე უარს ამბობს, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„უკრაინული ქალაქები გაქრა და ჩვენ ვაგრძელებთ მილიარდობით დოლარის მიცემას იმ ადამიანისთვის, რომელმაც უარი თქვა გარიგებაზე. არ არსებობდა გარიგება, რომლის დადება მას შეეძლო და რომელიც არ იქნებოდა იმაზე უკეთესი, ვიდრე ის, რაც ახლა გვაქვს. ქვეყანა განადგურებულია, მისი აღდგენა შეუძლებელია“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ტრამპმა ბაიდენი და ჰარისი უკრაინაში რუსეთის შეჭრის ხელშეწყობაში დაადანაშაულა.
„მათ ეს ვითარება გამოიწვიეს თავიანთი სულელური გამონათქვამებით, ყოველი გადადგმული ნაბიჯით და ახლა მათ უბრალოდ არ იციან, რა გააკეთონ. ისინი ჩაკეტილნი არიან ამ სიტუაციაში. უკრაინა აღარ არის უკრაინა. თქვენ ვერასდროს ჩაანაცვლებთ ამ ქალაქებს. ვერასდროს ჩაანაცვლებთ დაღუპულ ადამიანებს“, – განაცხადა ტრამპმა.
მისივე თქმით, ბაიდენი რომ კომპეტენტური პრეზიდენტი ყოფილიყო, გარიგება შესაძლებელი იქნებოდა და მას ხელი უნდა შეეწყო რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების მიღწევაში, რომელიც თავიდან აიცილებდა სისხლის ღვრას.
სიახლეები
- ექიმებმა გორში ქალი სასწრაფო დახმარების მანქანაში ამშობიარეს
- ხობში ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღიკვეთა
- ,,კრიტიკა და შეურაცხყოფა აბსოლუტურად ორი განსხვავებული მიმართულებაა – ყველაფერი უნდა დარეგულირდეს და ურთიერთპატივისცემა იყოს"- კახა კალაძე
- ,,თავიდანვე გასაგები იყო, რომ ეს ერთობა განწირული იყო მარცხისთვის"- კახა კალაძე
- ,,სამი ბრალი მაქვს და მალე დასახვრეტი ვიქნები - ტერორიზმს მაბრალებენ"- ალეკო ელისაშვილი