კამალა ჰარისი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტს უკრაინის მონაწილეობის გარეშე არ შეხვდება
უკრაინის საკითხზე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ორმხრივად, უკრაინის მონაწილეობის გარეშე არ შევხვდები,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი „დემოკრატიული პარტიიდან“, კამალა ჰარისი აცხადებს.
„ორმხრივად, უკრაინის გარეშე არა. უკრაინას უნდა ჰქონდეს სიტყვის თქმის საშუალება უკრაინის მომავალზე“, – განაცხადა ჰარისმა.
ჰარისმა ხაზი გაუსვა, რომ ამ ომის დასრულებაში წარმატების მიღწევა ვერ მოხდება, თუ უკრაინა და გაერო-ს წესდება ამ წარმატების ფორმირებაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპის შესახებაც განაცხადა, რომ ის ვერ შეძლებს ომის დასრულებას.
”ტრამპი საუბრობს, რომ მას შეუძლია დაასრულოს ომი პირველივე დღეს. იცით ეს რა არის? საუბარია კაპიტულაციაზე. ტრამპი რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, პუტინი, სწორედ ახლა, კიევში იჯდებოდა“, – აღნიშნა ჰარისმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.
„ჩემი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისადმი ურყევია. ვამაყობ უკრაინის გვერდით დგომით და სულ ასე გავაგრძელებ“, – აღნიშნა ჰარისმა.
სიახლეები
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა
- თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
- უკრაინა ევროკავშირისგან მიიღებს მოგებას გაყინული რუსული აქტივებიდან - 1,4 მილიარდ ევროს
- ,,საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით, ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები"- კახა კალაძე
- 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება