“რუსეთი ძალიან დაინტერესებულია აფხაზეთის, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებით და მზად არის სრულად შეუწყოს ხელი“
“მოსკოვი დაინტერესებულია საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებით და იმედოვნებს, რომ თბილისის პოზიციაში დადებითი ცვლილებები მომავალ მოლაპარაკებებზე აისახება და კონკრეტულ შედეგებს გამოიღებს“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“რუსეთი, როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილე და აფხაზეთის, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის უახლოესი მეზობელი, ძალიან არის დაინტერესებული აღნიშნულ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებით. მოსკოვი მზად არის სრულად შეუწყოს ხელი ამ საკითხს როგორც მრავალმხრივ, ისე ორმხრივ ფორმატში“, - აღნიშნა ზახაროვამ.
მისი თქმით, ჯერჯერობით შეუძლებელია ამ საკითხებზე, ამ მიმართულებით პროგრესზე საუბარი, მხარეთა მიდგომებში დარჩენილი ფუნდამენტური განსხვავებებისა და რეგიონში განვითარებული გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით.
“თუმცა, საქართველოდან ბოლო დროს გაჟღერებული განცხადებები იმის შესახებ, რომ აპირებენ ბოდიში მოუხადონ სამხრეთ ოს ხალხს სააკაშვილის რეჟიმის მიერ 2008 წლის აგვისტოში გაჩაღებული ომის გამო, გარკვეულ იმედს იძლევა“, - აღნიშნა ზახაროვამ.
სიახლეები
- "ქუთაისს ქვეყნის საგანამანათლებლო ცენტრის სტატუსი ოდითგანვე აქვს და მისი განვითარება უნდა მოხდეს" - დავით ერემეიშვილი
- "რატომ მაინც და მაინც 4 ოქტომბერი აქციის დღე? ყოფილიყო 5 ან 6 ოქტომბერი, მაგრამ ეს დღე შეგნებულად ჩაუსვეს იმ ოპოზიციას, ვინც არჩევნებში მონაწილეობს" - პაატა ზაქარეიშვილი
- "ეუთოს დამკვირვებლების მოპატიჟება ნიშნავს იმას, რომ "ოცნება" ბევრად უფრო სტრატეგიულად აზროვნებს"- კახა გოგოლაშვილი
- "საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ, 4 ოქტომბერს რუსული რეჟიმი მშვიდობიანად დავამხოთ და ამისთვის უნდა მოვემზადოთ" - ანა წითლიძე
- "მსოფლიოს შეუძლია აიძულოს კრემლის დამნაშავეები, შეწყვიტონ მკვლელობები" - ვოლოდიმირ ზელენსკი