თურქეთმა ერაყსა და სირიაში „ქურთისტანის მუშათა პარტიის” ობიექტებზე იერიში მიიტანა
თურქეთმა ერაყსა და სირიაში „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ დაკავშირებულ სამიზნეებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა.
ავიაიერიშები მას შემდეგ განხორციელდა, რაც თურქეთის ხელისუფლებამ ანკარასთან მდებარე ავიაკოსმოსურ საწარმოზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ დააკისრა.
“ერაყსა და სირიაში საპასუხო იერიშის დროს, წარმატებით განადგურდა ტერორისტების კუთვნილი 32 სამიზნე”,- ნათქვამია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, ერაყსა და სირიაში ავიაიერიშებამდე, ანკარაში თავდაცვით-სამრეწველო კომპანია Turkish Aerospace Industries-ზე, რომელიც აწარმოებს სამხედრო და სამოქალაქო თვითმფრინავებს, ვერტმფრენებს და დრონებს, ტერორისტული თავდასხმა მოხდა.
მედიაში გავრცელებული ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 5 და დაშავდა 22 ადამიანი. ლიკვიდირებულია ორი თავდამსხმელი.
მომხდართან დაკავშირებით ანკარის მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
სიახლეები
- ექიმებმა გორში ქალი სასწრაფო დახმარების მანქანაში ამშობიარეს
- ხობში ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღიკვეთა
- ,,კრიტიკა და შეურაცხყოფა აბსოლუტურად ორი განსხვავებული მიმართულებაა – ყველაფერი უნდა დარეგულირდეს და ურთიერთპატივისცემა იყოს"- კახა კალაძე
- ,,თავიდანვე გასაგები იყო, რომ ეს ერთობა განწირული იყო მარცხისთვის"- კახა კალაძე
- ,,სამი ბრალი მაქვს და მალე დასახვრეტი ვიქნები - ტერორიზმს მაბრალებენ"- ალეკო ელისაშვილი