ზელენსკის ცნობით, კურსკში უკვე იმყოფება 11000 ჩრდილოკორეელი სამხედრო
უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, რუსეთის კურსკის ოლქში უკვე იმყოფება ჩრდილოეთ კორეის არმიის 11 ათასი სამხედრო. ეს რიცხვი ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაასახელა 4 ნოემბერს, ღამით უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას, რომელსაც წინ უძღოდა მისი შეხვედრა თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს და საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელებთან.
ზელენსკის განცხადებით, ხედავენ, რომ ჩრდილოკორეელი სამხედროების რაოდენობა იზრდება, მაგრამ სამწუხაროდ, არ იზრდება პარტნიორების რეაქცია.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის კურსკის ოლქში, რომელიც უკრაინის სუმის ოლქს ესაზღვრება, 2024 წლის აგვისტოდან დაიწყეს სახმელეთო ოპერაცია, რომლის მიზნად გამოცხადდა უსაფრთხოების ზონის შექმნა უკრაინის სასაზღვრო რაიონების დასაცავად.
პირველი ცნობები, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩრდილოეთ კორეის არმიის ათასობით სამხედროს გამოიყენებს, 2024 წლის ოქტომბერში გაავრცელეს სამხრეთ კორეის და უკრაინის სპეცსამსახურებმა და მოგვიანებით დაადასტურეს დასავლეთის სახელმწიფოებმა, რომლებმაც ეს ფაქტი სერიოზულ ესკალაციად შეაფასეს და რუსეთი მოსალოდნელი შედეგების შესახებ გააფრთხილეს.
სიახლეები
- ექიმებმა გორში ქალი სასწრაფო დახმარების მანქანაში ამშობიარეს
- ხობში ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღიკვეთა
- ,,კრიტიკა და შეურაცხყოფა აბსოლუტურად ორი განსხვავებული მიმართულებაა – ყველაფერი უნდა დარეგულირდეს და ურთიერთპატივისცემა იყოს"- კახა კალაძე
- ,,თავიდანვე გასაგები იყო, რომ ეს ერთობა განწირული იყო მარცხისთვის"- კახა კალაძე
- ,,სამი ბრალი მაქვს და მალე დასახვრეტი ვიქნები - ტერორიზმს მაბრალებენ"- ალეკო ელისაშვილი