გერმანიის მმართველი კოალიცია დაიშალა
გერმანიის მმართველი კოალიცია დაიშალა, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი თავისი მთავრობის ნდობის საკითხს ბუნდესტაგში კენჭისყრაზე 15 იანვარს დააყენებს, რათა მარტში ვადამდელი არჩევნების ჩატარება შეძლოს,- ამის შესახებ Deutsche Welle იუწყება.
DW-ს ცნობით, კანცლერმა ოლაფ შოლცმა ეკონომიკურ რეფორმებთან დაკავშირებული უთანხმოების გამო ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდნერი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
კოალიციაში კრიზისი ლინდნერის თავისუფალი დემოკრატიული პარტიის (FDP) ულტიმატუმმა გამოიწვია. FDP ლიბერალური ეკონომიკური რეფორმების გატარების მიმართულებით შოლცის სოციალ-დემოკრატიული პარტიისა და “მწვანეებისგან” დათმობაზე წასვლას ითხოვდა, რაზედაც მხარეები ვერ შეთანხმდნენ.
მედიის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ შოლცს შეუძლია გააგრძელოს მართვა, უმცირესობაში დარჩენილი პარტია ბიუჯეტის დამტკიცებას ვერ შეძლებს, რაც დიდი ალბათობით, ვადამდელ არჩევნებს ნიშნავს.
როგორც წესი, ბუნდესტაგის არჩევნები ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება. თუმცა, განსაკუთრებულ კრიზისულ პოლიტიკურ სიტუაციებში, მაგალითად, იმ შემთხვევაში თუ კანცლერის მხარდაჭერა პარლამენტში შესუსტდება, შესაძლოა, უფრო ადრე დაინიშნოს.
როგორც DW წერს, გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ძალზე იშვიათი მოვლენაა.
სიახლეები
- “ევროპა აღარ მალავს, რომ რუსეთის აგრესიის საფრთხე რეალურია, უკრაინის შეიარაღებული ძალები საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია, იარაღის მიწოდება საკმაოდ პრობლემატური გახდა” – ვოლსკი
- გამჭვირვალობა, კანონის უზენაესობა, სწორედ ეს არის ის ღირებულებები, რომლებიც ქართველ ხალხს აკავშირებს ევროკავშირთან” – პაპუაშვილი
- “ვეტინგი არის სისტემა, როდესაც უცხოელები გინიშნავენ მოსამართლეებს; ესაა მთავარი, რასაც უნდათ მიაღწიონ, ამაზე უარი კი არის სწორედ ის, რაც იწვევს კრიტიკას” – შალვა პაპუაშვილი
- 10 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- დაჭერა, ჩხრეკა, მილიონების ჩამორთმევა - "ოცნება" ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ