,,გვთხოვეს, არ ვაღიაროთ არჩევნები, თხოვნა იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილისგანაც"- ქსავიე ბეტელი
ჩვენ გვთხოვეს, არ ვაღიაროთ არჩევნები, ეს თხოვნა იყო პრეზიდენტისგანაც კი, - განაცხადა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქსავიე ბეტელმა.
„საქართველოში მიმდინარე მოვლენები არ არის კარგი. ჩვენ როდესაც ვუთხარით საქართველოს, რომ არიან უფრო ახლოს ევროკავშირთან და ჩვენ გავხსენით ამაზე დისკუსია ევროკავშირში, მათ გადაწყვიტეს, რომ ეს უკვე გარანტირებული აქვს და რაც უნდათ, იმის გაკეთება შეუძლიათ. ისინი ახლა არასწორი მიმართულებით მიდიან. მათ ისიც კი გადაწყვიტეს, რომ სურთ ევროპული გზის გაწყვეტა. მე ვხედავ, მათ აქვთ ძალიან დიდი შიდა პრობლემები მთავრობასა და პრეზიდენტს შორის. დღეს თუ მე მართალი ვარ, ჩვენ გვთხოვეს, არ ვაღიაროთ არჩევნები, ეს თხოვნა იყო პრეზიდენტისგანაც კი. ვისურვებდი ანგარიშის ნახვას იმის შესახებ, იყო თუ არა ეს არჩევნები სამართლიანი, მაგრამ ეს თუ ქართველი ხალხის ნებაა, ჩვენ მას პატივი უნდა ვცეთ. ჩვენ გვინდა დისკუსიის გაგრძელება, თუ მათ არ სურთ ევროკავშირთან დაახლოება, მაგრამ ვფიქრობ, ეს არაა ქართველების ინტერესში“, – აღნიშნა მან.
კითხვაზე – გეგმავთ თუ არა რაიმე ზომების მიღებას, ქსავიე ბეტელმა უპასუხა: „არა, ჩვენ არ შეგვიძლია“.
„ისევ სანქციები და ეს დასჯა. ეს ტიპურია ევროპელებისთვის. ერთადერთი, რაც უნდა ვუთხრათ ქართველებს, არის ის, რომ არსებობს წესები და თუ თქვენ არ გინდათ, ამ წესებს სცეთ პატივი, მაშინ ჩაო! ასტა ლა ვისტა“, – აღნიშნა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქსავიე ბეტელმა.
სიახლეები
- დაჭერა, ჩხრეკა, მილიონების ჩამორთმევა - "ოცნება" ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ
- “ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ევროკავშირის ობიექტურ ინტერესებშია საქართველოში რევოლუციების მხარდაჭერა, მაგრამ არსებობენ ძალები, რომლებიც, უარყოფითად მოქმედებენ ევროპულ ბიუროკრატიაში გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე” - ირაკლი კობახიძე
- “ჩვენ გვინდა მშვიდობის შენარჩუნება, ეს ჩვენი საზოგადოების მოთხოვნაა და ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ ქართული საზოგადოების წინაშე” - ირაკლი კობახიძე
- “არა მხოლოდ საქართველოს მთავრობა, არამედ ქართველი ხალხიც მკვეთრად პროდასავლურია” - პრემიერი
- “რა თქვა რეალურად სუს-ის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ და როგორ შეცვალეს ინტერვიუს შინაარსი დეზინფორმაციის გასავრცელებლად ჯინ შაჰინმა და მისმა რამდენიმე კოლეგამ” - რამდენიმე სენატორისა და კონგრესმენის ტყუილზე დაფუძნებული წერილი