ერთი დღის განმავლობაში მექსიკაში 5 200-ზე მეტი მიგრანტი დააკავეს
მექსიკაში, ერთი დღის განმავლობაში 5 200-ზე მეტი მიგრანტი დააკავეს,- ამის შესახებ reuters-ი წერს.
სააგენტოს ცნობით, 1 ოქტომბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით 350 000 მიგრანტია დაკავებული. როგორც მექსიკის პრეზიდენტი, კლაუდია შეინბაუმი აცხადებს, ქვეყნის სამიგრაციო სამსახური აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ მიგრანტებს ჩრდილოეთისკენ გადაადგილების საშუალება არ მისცეს.
მანამდე, ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პრეზიდენტობის პირველივე დღიდან მკვეთრად გაზრდის ტარიფებს მექსიკიდან, კანადიდან და ჩინეთიდან შემოტანილ საქონელზე. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი საპასუხო ზომაა არალეგალურ იმიგრაციაზე, საზღვარზე კრიმინალისა და ნარკოტიკების შემოდინებაზე.
სიახლეები
- ექიმებმა გორში ქალი სასწრაფო დახმარების მანქანაში ამშობიარეს
- ხობში ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღიკვეთა
- ,,კრიტიკა და შეურაცხყოფა აბსოლუტურად ორი განსხვავებული მიმართულებაა – ყველაფერი უნდა დარეგულირდეს და ურთიერთპატივისცემა იყოს"- კახა კალაძე
- ,,თავიდანვე გასაგები იყო, რომ ეს ერთობა განწირული იყო მარცხისთვის"- კახა კალაძე
- ,,სამი ბრალი მაქვს და მალე დასახვრეტი ვიქნები - ტერორიზმს მაბრალებენ"- ალეკო ელისაშვილი