"ასადის რეჟიმი დაეცა, რატომ? - იქ საკმარისი რაოდენობის რუსი ჯარისკაცები არ არიან" - ვოლოდიმირ ზელენსკი
თუ უკრაინა დაეცემა, მაშინ პუტინი სირიაში, აფრიკასა და ბევრ სხვა რეგიონში დაბრუნდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესტონეთის პრემიერ-მინისტრთან, კრისტენ მიხალთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
„ვხედავთ, რომ ასადის რეჟიმი დაეცა. რატომ? იმიტომ, რომ იქ საკმარისი რაოდენობის რუსი ჯარისკაცები არ არიან. რატომ? იმიტომ, რომ მთელი რუსეთის არმია ახლა უკრაინის ტერიტორიაზეა. ეს ნათლად აჩვენებს, რომ ფსევდოიმპერიის მთელი არმია ახლა ომს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ახლა უკრაინაში თითქმის 800 000 რუსი ჯარისკაცი იმყოფება.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, „თუ უკრაინა დაეცემა, მაშინ პუტინი სირიაში შურისძიების მიზნით დაბრუნდება, ასევე, აფრიკასა და ბევრ სხვა რეგიონში დაბრუნდება“.
სიახლეები
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება