მოსალოდნელი ენერგოკრიზისის გამო მოლდოვა საგანგებო მდგომარეობას აცხადებს
მოლდოვის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა მთავრობის გადაწყვეტილებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ.
ქვეყანაში მოსალოდნელი ენერგოკრიზისის გამო 60-დღიანი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 16 დეკემბრიდან ამოქმედდება.
მოლდოვა რუსეთიდან ბუნებრივ გაზს უკრაინის ტერიტორიის გავლით იღებს. კიევი აღარ აპირებს რუსულ კონცერნ „გაზპრომს“ გაუგრძელოს ტრანზიტის კონტრაქტი, რომლის მოქმედების ვადა 2024 წლის 31 დეკემბერს ამოიწურება. შესაბამისად, მოლდოვა რუსული გაზის შეწყვეტას 2025 წლის 1 იანვრიდან ელოდება.
მოლდოვის პრემიერ-მინისტრ დორინ რეჩანის განცხადებით, გაზის შეწყვეტასთან ერთად მდინარე დნესტრის მარჯვენა ნაპირზე მოსალოდნელია ელექტროენერგიის მიწოდების სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტაც, ამიტომ მთავრობას უნდა, ჰქონდეს ყველა ინსტრუმენტი მოქმედების სხვადასხვა გეგმის განსახორციელებლად.
სიახლეები
- ,,პროდუქტებზე მაღალი ფასნამატია, უნდა დაიწყოს გამოძიება, შეიქმნას საგამოძიებო კომისია"- ირაკლი კობახიძე
- მოსკოვში აფეთქების შედეგად პოლიციელები დაიღუპნენ
- ,,გაფახზულის სესიაზე სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც დაიწყებს სასურსათო პროდუქტებზე ფასების ფორმირების პროცესის საჯარო შესწავლას"- შალვა პაპუაშვილი
- ანკარაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე