"პუტინი რასაც აკეთებს, არქაული და ბარბაროსულია" - ბორის ჯონსონი
ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს, უარი თქვას იმპერიალისტურ ამბიციებზე.
„იცით, ოდესღაც ჩვენ გვქონდა იმპერია, ეს სიმართლეა. ჩვენ გვქონდა იმპერია, რომელიც შვიდჯერ დიდი იყო, ვიდრე რომის იმპერია. ეს მსოფლიოს ისტორიის განმავლობაში ყველაზე დიდი იმპერია იყო. დღეს მისგან ფაქტობრივად არაფერი დარჩა, მაგრამ კმაყოფილები ვართ, პოსტიმპერიალისტური როლით“, – განაცხადა ჯონსონმა.
ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სხვა ქვეყნების კონტროლი საჭირო არ არის, „ თუ გიყვარს გაუშვი“.
„რასაც პუტინი აკეთებს, არქაული და ბარბაროსულია, მან უნდა გაიგოს, რომ ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა – არცერთი ქვეყანა აღარ არის რუსეთის იმპერიის ნაწილი და იგივე ეხება უკრაინას. ეს დასრულდა. აღარ არის იმპერია, ვლადიმირ. იდიოტი ხარ!“,- განაცხადა ბორის ჯონსონმა.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"