"ჯოჯოხეთი დატრიალდება, თუ ისრაელი და „ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმებას არ დაიცავენ"- ტრამპი
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდა, „განაგრძოს იმის კეთება, რაც საჭიროა, რომ გაკეთდეს“. აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა NBC News-თან სატელეფონო ინტერვიუში ხაზი გაუსვა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის დასრულების აუცილებლობას.
ინტერვიუში ტრამპმა აღნიშნა ისიც, რომ უახლოეს მომავალში შეხვდება ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, თუმცა დამატებითი დეტალები არ გაუსაჯაროებია.
კითხვაზე, თუ რამდენად დარწმუნებულია „ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლების გათავისუფლებაში, ტრამპმა უპასუხა: „მალე ვნახავთ და უმჯობესია, შეთანხმება შესრულდეს“.
დონალდ ტრამპის თქმით, „ჯოჯოხეთი დატრიალდება“, თუ მხარეები ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმებას არ დაიცავენ.
„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კვლავ უნდა მოიპოვოს პატივისცემა, და ეს სწრაფად უნდა მოხდეს. ისინი თუ პატივს სცემენ ჩვენს ქვეყანას, შეთანხმება შესრულდება. თუ არა – ჯოჯოხეთი დატრიალდება“, – დასძინა დონალდ ტრამპმა.
ცნობისთვის, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მომავალი მრჩეველი მაიკ უოლცი და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში მომავალი წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ბაიდენის ადმინისტრაციასთან ერთად მუშაობდნენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელშეწყობაზე, რომელიც ძალაში 19 იანვარს შევა.
სიახლეები
- "საქართველოს ხელისუფლება, ჩვენი ქვეყანა თავდაცვის რეჟიმშია, ცრუ განცხადებებს როცა ვისმენთ, ჩუმად უნდა ვიყოთ?"- კახა კალაძე
- „ბიბისის“ რეპორტაჟთან დაკავშირებით სიმართლის გამჭვირვალედ დასადგენად ერთადერთი დარჩენილი გზა საერთაშორისო გამოძიებაა" - გიორგი გახარია
- ქუთაისში ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირება მიმდინარეობს
- პარლამენტმა მხარი დაუჭირა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმისთვის პასუხისმგებლობა მკაცრდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 დეკემბრისთვის