დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება.
ინაუგურაციის ცერემონია აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაში შედგება.
ფიცის დადების ცერემონია თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. დონალდ ტრამპი ფიცს უზენაესი სასამართლოს მთავარი მოსამართლის, ჯონ რობერტსის წინაშე, ბიბლიაზე დადებს, რომელიც როგორც წესი, მომავალი პრეზიდენტის მეუღლეს უჭირავს და შემდეგ სიტყვებს წარმოთქვამს:
„საზეიმოდ ვფიცავ (ან ვადასტურებ), რომ ერთგულად შევასრულებ შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოვალეობას და ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში, შევინარჩუნებ და დავიცავ შეერთებული შტატების კონსტიტუციას“.
როგორც წესი, ამერიკის პრეზიდენტების ინაუგურაციის ცერემონიები კაპიტოლიუმის შენობის გარეთ იმართება, თუმცა, მოსალოდნელი ყინვების გამო, იძულებული გახდნენ, ეს ტრადიცია დაერღვიათ და ფიცის დადების ცერემონია კაპიტოლიუმის შენობაში დაეგეგმათ.
დონალდ ტრამპი აშშ-ის პირველი არჩეული პრეზიდენტია, რომელმაც ინაუგურაციაზე მსოფლიო ლიდერები მიიწვია.
სიახლეები
- ექიმებმა გორში ქალი სასწრაფო დახმარების მანქანაში ამშობიარეს
- ხობში ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღიკვეთა
- ,,კრიტიკა და შეურაცხყოფა აბსოლუტურად ორი განსხვავებული მიმართულებაა – ყველაფერი უნდა დარეგულირდეს და ურთიერთპატივისცემა იყოს"- კახა კალაძე
- ,,თავიდანვე გასაგები იყო, რომ ეს ერთობა განწირული იყო მარცხისთვის"- კახა კალაძე
- ,,სამი ბრალი მაქვს და მალე დასახვრეტი ვიქნები - ტერორიზმს მაბრალებენ"- ალეკო ელისაშვილი