რუსეთის რეგიონებსა და მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა
რუსეთის რეგიონებზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევა იყო. თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ჩამონათვალში ათზე მეტი ოლქი და დედაქალაქი მოსკოვია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 24 იანვარს, დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის საშუალებებით „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 121 უკრაინული დრონი. მათგან 37 ბრიანსკის ოლქში, 20 - რიაზანში, 17- კურსკის ოლქში, 17 - სარატოვში, 7 - როსტოვის ოლქში, 6 - მოსკოვის ოლქში, 6 - ბელგოროდში, 3 - ვორონეჟის ოლქში, 2 - ტულაში, 2 - ორიოლის ოლქში, 2 - ლიპეცკში და 1 - ყირიმში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ერთი დრონი უშუალოდ მოსკოვის თავზეც ჩამოაგდეს. მანამდე, მოსკოვის მერი სობიანინი იუწყებოდა, რომ დედაქალაქისკენ მიმავალი დრონები მოსკოვამდე არ მიუშვეს და მოსკოვის ოლქში მოიგერიეს.
თავდაცვის სამინისტრომ დილით გამოაქვეყნა კიდევ ერთი ცნობა, რომ სამი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ლენინგრადის ოლქშიც.
როგორც რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ წერს, ქვეყნის რეგიონებზე 2025 წლის დასაწყისიდან ყველაზე მასირებული შეტევა განხორციელდა.
რუსული ტელეგრამ-არხებით გავრცელებული ცნობებით, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად რიაზანის ოლქში ხანძარი გაჩნდა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის და თბოელექტროსადგურის ტერიტორიებზე. რუსეთის ამ რეგიონის ხელისუფლებამ დაადასტურა ხანძარი „ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე“.
რუსული წყაროების თანახმად, დრონებით შეტევა იყო სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზეც. უკრაინას დღევანდელი ოპერაციის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
სიახლეები
- ექიმებმა გორში ქალი სასწრაფო დახმარების მანქანაში ამშობიარეს
- ხობში ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღიკვეთა
- ,,კრიტიკა და შეურაცხყოფა აბსოლუტურად ორი განსხვავებული მიმართულებაა – ყველაფერი უნდა დარეგულირდეს და ურთიერთპატივისცემა იყოს"- კახა კალაძე
- ,,თავიდანვე გასაგები იყო, რომ ეს ერთობა განწირული იყო მარცხისთვის"- კახა კალაძე
- ,,სამი ბრალი მაქვს და მალე დასახვრეტი ვიქნები - ტერორიზმს მაბრალებენ"- ალეკო ელისაშვილი