ხარკოვში რუსული დრონებით შეტევამ მასშტაბური ხანძარი გამოიწვია
სულ მცირე ორი ადამიანი დაშავდა უკრაინის ქალაქ ხარკოვში, უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთის მორიგი შეტევის გამო.
თავდასხმა 28 იანვარს, შუაღამის შემდეგ განხორციელდა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დრონებით დაარტყეს ხარკოვის ნოვობავარის რაიონში მდებარე სამოქალაქო საწარმოს, სადაც მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. მისი ლოკალიზება მეხანძრეებმა ადგილობრივი დროით ღამის სამი საათისთვის შეძლეს.
დილის ექვსი საათის მონაცემებით, ხანძრის ლიკვიდაციაში ჩართული იყო 80-ზე მეტი მაშველი და 20 ერთეული ტექნიკა.
უკრაინული მედიის ცნობით, ობიექტი, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა, სავარაუდოდ, ხის გადამამუშავებელი საწარმოა. ცეცხლი მოედო გაზსადენსაც.
სიახლეები
- ექიმებმა გორში ქალი სასწრაფო დახმარების მანქანაში ამშობიარეს
- ხობში ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღიკვეთა
- ,,კრიტიკა და შეურაცხყოფა აბსოლუტურად ორი განსხვავებული მიმართულებაა – ყველაფერი უნდა დარეგულირდეს და ურთიერთპატივისცემა იყოს"- კახა კალაძე
- ,,თავიდანვე გასაგები იყო, რომ ეს ერთობა განწირული იყო მარცხისთვის"- კახა კალაძე
- ,,სამი ბრალი მაქვს და მალე დასახვრეტი ვიქნები - ტერორიზმს მაბრალებენ"- ალეკო ელისაშვილი