ტრამპის ადმინისტრაცია USAID-ის თანამშრომლებს 10 000-დან 294-მდე შეამცირებს
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს, გლობალურად შეამციროს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სამუშაო ძალა 300-ზე ნაკლებ თანამშრომლამდე,- ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ამერიკის კონგრესის კვლევის სამსახურის (CRS) თანახმად, USAID-მა 10 000-ზე მეტი ადამიანი დაასაქმა მთელ მსოფლიოში, მათი 2/3 შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს, გლობალურად შეამციროს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სამუშაო ძალა 300-ზე ნაკლებ თანამშრომლამდე.
როგორც Reuters-ი წერს, შემცირებები საფრთხეს უქმნის საკვანძო ჰუმანიტარულ პროგრამებს მთელ მსოფლიოში და შეიძლება, დაარღვიოს როგორც თანამშრომლების, ასევე დახმარების მიმღებების სიცოცხლე, რადგან, მედიის ცნობითვე, USAID-ის პროექტები ფოკუსირებულია კრიტიკულ სფეროებზე, როგორიცაა დაავადებების პრევენცია, კატასტროფების შემსუბუქება და სიღარიბის დაძლევა მსოფლიოს ზოგიერთ ღარიბ რეგიონში.
ადმინისტრაცია დიდი ხანია მიზნად ისახავს USAID-ის რეფორმას და ეს შემცირება, როგორც უცხოური მედია ვარაუდობს, ამ მიზანს ემსახურება.
როგორც ,,როიტერი” წერს, მოსალოდნელია, რომ პერსონალის დაკარგვა ზიანს მიაყენებს გრძელვადიან ურთიერთობებს უცხოურ მთავრობებთან, ადგილობრივ ორგანიზაციებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან, რაც აუცილებელია აშშ-ის მთავრობის საგარეო დახმარების პროგრამების ეფექტურობისთვის.
სიახლეები
- „თეატრალური იმერეთი 2026“ იწყება
- ,,წავაგებდით ბრიუსელისთვის რომ მოგვესმინა, ვიგებთ იმიტომ, რომ ბრიუსელს არ ვუსმენთ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,ოპოზიციას ჯერ კიდევ აქვს ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნისა თუ ბრიუსელის მხარდაჭერა რადიკალიზმში"- შალვა პაპუაშვილი
- ,,დღევანდელი სასამართლო ბუტაფორიაა, თუმცა ჯიუტად დავდივართ პროცესებზე, რადგან ამ ჩამოტარებით მოწმეებს მოვუსმინოთ, რომლებიც დაზეპირებულ ტექსტებს ჰყვებიან"- ანი ნადარეიშვილი
- სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ერთი პირი