"ომის დასრულება უნდა დაიწყოს იმ ნაბიჯებით, რომელიც აღადგენს ნდობას, რადგან არ არსებობს ნდობა რუსეთის მიმართ" - ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ყველა უკრაინელი ტყვის გათავისუფლება ომის დასრულებისკენ გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯი უნდა იყოს. ზელენსკიმ კიევში მიმდინარე ღონისძიებაზე „დაუჭირე მხარი უკრაინას“ განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა გაცვალოს ტყვეები „ყველა ყველასათვის“ ფორმატში და ეს სამართლიანი ვარიანტია.
„ომის დასრულება უნდა დაიწყოს იმ ნაბიჯებით, რომელიც აღადგენს ნდობას თავად სიტუაციის მიმართ, რადგან არ არსებობს ნდობა რუსეთის მიმართ. ჩვენ გვჭირდება სიტუაციები, რომლებშიც ომის დასრულებაზე საუბრობენ. რეალური სიტუაცია. ახლა კი ასეთი ნაბიჯი შეიძლება იყოს ტყვეების გათავისუფლება. ათასობით, ზუსტად ათასობით ადამიანი, რომლებიც რუსეთში არიან დაკავებული. ზოგიერთი მათგანი არა 2022 წლიდან, არამედ ბევრად უფრო ადრე, 2014 წლიდან. რუსეთმა უნდა გაუშვას უკრაინელები. უკრაინა მზადაა გაცვალოს ყველა ყველასთვის და ეს სამართლიანი ვარიანტია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინის, ევროპის, აშშ-სა და რუსეთის ფედერაციის მონაწილეობით უნდა გაიმართოს.
„პირველი - ომი უკრაინის წინააღმდეგ გრძელდება და ამიტომ უკრაინა მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა იყოს ევროპასთან ერთად. რუსეთის სტრატეგიული სამიზნე სწორედ ევროპაა, ევროპული ცხოვრების წესი. ეს ნიშნავს, რომ მისი უსაფრთხოება და ევროპის ბედი ევროპის გარეშე არ შეიძლება განისაზღვროს. უკრაინა, ევროპა ამერიკასთან ერთად - ჩვენ უნდა ვიყოთ მოლაპარაკების მაგიდასთან რუსეთის მოპირდაპირე მხარეს, რათა მშვიდობის აუცილებლობა კვლავ არ დაირღვეს ნორმალიზაციის, გადატვირთვის ან შერიგების დაპირებებით“, - განაცხადა ზელენსკიმ.
სიახლეები
- "ქუთაისს ქვეყნის საგანამანათლებლო ცენტრის სტატუსი ოდითგანვე აქვს და მისი განვითარება უნდა მოხდეს" - დავით ერემეიშვილი
- "რატომ მაინც და მაინც 4 ოქტომბერი აქციის დღე? ყოფილიყო 5 ან 6 ოქტომბერი, მაგრამ ეს დღე შეგნებულად ჩაუსვეს იმ ოპოზიციას, ვინც არჩევნებში მონაწილეობს" - პაატა ზაქარეიშვილი
- "ეუთოს დამკვირვებლების მოპატიჟება ნიშნავს იმას, რომ "ოცნება" ბევრად უფრო სტრატეგიულად აზროვნებს"- კახა გოგოლაშვილი
- "საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ, 4 ოქტომბერს რუსული რეჟიმი მშვიდობიანად დავამხოთ და ამისთვის უნდა მოვემზადოთ" - ანა წითლიძე
- "მსოფლიოს შეუძლია აიძულოს კრემლის დამნაშავეები, შეწყვიტონ მკვლელობები" - ვოლოდიმირ ზელენსკი