აშშ-ის სასამართლომ “რადიო თავისუფლების“ დაფინანსების გაუქმება აკრძალა
ფედერალურმა მოსამართლემ „რადიო თავისუფლების“ დაფინანსების შეწყვეტის შესახებ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება დროებით დაბლოკა, – ამის შესახებ, ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ვაშინგტონის ფედერალური ოლქის მოსამართლემ, დროებითი შემაკავებელი ორდერის შესახებ „რადიო თავისუფლების“ მოთხოვნა დააკმაყოფილა, რაც მაუწყებელს გარკვეული დროის განმავლობაში ეთერში დარჩენაში დაეხმარება.
სასამართლომ დაადგინა, რომ მედიაკორპორაციის სარჩელის განხილვის დასრულებამდე, აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტომ (USAGM) არ უნდა განახორციელოს ზომები, რომლის შედეგად „რადიო თავისუფლება“ შეიძლება დაიხუროს. ერთ-ერთი ასეთი გადაწყვეტილება იყო სააგენტოს მიერ საგრანტო შეთანხმების მოქმედების გაუქმება, რომლის მიხედვით „რადიო თავისუფლება“ აშშ-ის კონგრესის მიერ გამოყოფილ თანხებს იღებს.
შეგახსენებთ, 15 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების საფუძველზე, აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტომ (USAGM) „რადიო თავისუფლებას“ გრანტები შეუწყვიტა და „ამერიკის ხმის“ 1300-ზე მეტი თანამშრომელი ანაზღაურებად ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვა. 19 მარტს „რადიო თავისუფლებამ“ USAGM-ს, მის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ვიქტორ მორალესსა და სპეციალურ მრჩეველს კერი ლეიკს სასამართლოში უჩივლა.
სიახლეები
- ,,გიორგი გახარია გახლავთ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირი – სამარცხვინოა, როდესაც ის შეიძლება გამოჩნდეს ტერიტორიაზე, სადაც სხვადასხვა ოფიციალური პირები შეიძლება იყვნენ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,გერმანიის ელჩის და ეკა გიგაურის შეხვედრაზე: გერმანიის ხელისუფლებამ გვითხრას, რას აკეთებს პეტერ ფიშერი საქართველოში"- გურამ მაჭარაშვილი
- ზუგდიდში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
- ,,ბატონი პაპუაშვილი ჯამში 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე” – პეტერ ფიშერი
- 13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი