"პუტინი მზად არის ზელენსკის შეხვდეს, როდესაც დღის წესრიგი მზად იქნება, მაგრამ ეს დღის წესრიგი საერთოდ არ არის მზად" - სერგეი ლავროვი
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მზადაა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც შესაბამისი დღის წესრიგი მზად იქნება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„პუტინი მზადაა შეხვდეს ზელენსკის, როდესაც სამიტის დღის წესრიგი მზად იქნება, მაგრამ ეს დღის წესრიგი საერთოდ არ არის მზად“, - აღნიშნა ლავროვმა.
მისი თქმით, უკრაინა ბლოკავს სამშვიდობო შეთანხმებისკენ მიმავალ პროგრესს და რომ რუსეთი დათანხმდა „მოქნილობის“ გამოვლენას იმ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ტრამპმა პუტინთან ალასკაში წამოჭრა.
„როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე ეს საკითხები წამოჭრა, ყველასთვის ძალიან ნათელი იყო, რომ არსებობს რამდენიმე პრინციპი, რომლებიც ვაშინგტონის აზრით, უნდა იქნას მიღებული, მათ შორის უკრაინის ნატო-ში არ გაწევრიანება, ტერიტორიული საკითხების განხილვა და ზელენსკიმ ყველაფერზე უარი თქვა“, - აღნიშნა ლავროვმა.
მისი თქმით, ზელენსკიმ რუსული ენის ამკრძალავი კანონმდებლობის გაუქმებაზეც კი უარი თქვა.
„როგორ შეგვიძლია შევხვდეთ ადამიანს, რომელიც ლიდერობაზე პრეტენზიას აცხადებს?“ - აღნიშნა ლავროვმა.
სიახლეები
- "ჩერნობილი" კავკასიაში - რუსების კიდევ ერთი დამცირება: ამერიკელები პუტინს სომხეთის ენერგეტიკიდან აძევებენ
- "მხოლოდ ვიქტორ ორბანს შეუძლია, იფიქროს მუცლის გაზრდაზე და არა ბუდაპეშტში რუსული ტანკების გამოჩენაზე" - ზელენსკი
- პრომეთე, სათაფლია, მარტვილი, ოკაცე - ახალი ფასები კანიონებსა და მღვიმეებზე
- "ევროინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის ისტორიული და კონსტიტუციური არჩევანია - სადებატო არაფერია" - „გახარია საქართველოსთვის“
- "რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის, გაუგებარია, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში" - საქართველოს რკინიგზა