ტრამპი აცხადებს, რომ ორ კვირაში გადაწყვეტს, დააწესოს თუ არა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ორ კვირაში გაიგებს, შესაძლებელია თუ არა პროგრესი უკრაინაში ომის დასასრულებლად და კვლავ წამოჭრა მოსკოვისთვის სანქციების დაწესების პერსპექტივა.
„არ ვარ კმაყოფილი მშვიდობის დამყარების მცდელობის არცერთი ასპექტით“, – თქვა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას.
ერთი კვირის წინ ტრამპი ალასკაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებებს მართავდა, თუმცა ჯერჯერობით ვერ მოახერხა მისი დაყოლიება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე.
„იქ უზარმაზარი სიძულვილი ტრიალებს. მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება. ვფიქრობ, ორი კვირის განმავლობაში გავიგებთ, თუ რომელ გზას ავირჩევ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მანვე დასძინა, რომ ამის შემდეგ გადაწყვეტს, დააწესოს თუ არა „მასიური სანქციები“ ან არაფერი გააკეთოს და თქვას „ეს თქვენი ბრძოლაა“.
სიახლეები
- ,,საქართველო არავის თავს არ ესხმის – საქართველო თავს იცავს უსამართლო დამოკიდებულებისგან"- მაკა ბოჭორიშვილი
- იტალიის პრემიერ-მინისტრი ზელენსკიზე საათ-ნახევრის განმავლობაში ზეწოლას ახდენდა და რუსეთისთვის დათმობებზე წასვლისკენ უბიძგებდა
- 11 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია"– საია
- ვის ჩამოეწერება ჯარიმები – მთავრობის გადაწყვეტილება