"ვაშინგტონმა ნარკოტიკებთან ომი აშშ-ში უნდა დაიწყოს და არა ვენესუელაში" - მარია ზახაროვა
ვაშინგტონმა ნარკოტიკებთან ომი აშშ-ში უნდა დაიწყოს და არა ვენესუელაში, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
„ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას ვენესუელის ხელმძღვანელობის მიმართ ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის საქმეში. ჩვენ ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის, როგორც მშვიდობის ზონის შენარჩუნებას, მხარს ვუჭერთ. სიტუაციის დეესკალაციისა და არსებული პრობლემების კონსტრუქციულად მოგვარების მიზნით საჭიროა ნაბიჯები საერთაშორისო სამართლის პატივისცემით გადაიდგას“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.
მისი თქმით, „ნარკოტიკებით გამოწვეული პრობლემების საფუძველი თავად აშშ-შია“.
„ოფიციალურად გაცხადებული მიზანი ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის მისიაა. ამის შესახებ თავად აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ცოტა ხნის წინ განაცხადა. წყნარ ოკეანეში ნავებზე აშშ-ის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ათეულობით ადამიანს აღწევს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ამერიკელები ზედმეტად შორს მიდიან. 2023 წელს აშშ-ში ნარკოტიკების ჭარბი დოზით დაახლოებით 109600 ადამიანი დაიღუპა. 1999-დან 2020 წლამდე დაახლოებით 841000 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან 500000 ადამიანის სიკვდილი რეცეპტით გაცემულ და უკანონო ოპიოიდებს უკავშირდებოდა. ამ სენის წყარო და მიზეზი არა კარაკასში, არამედ ვაშინგტონშია“, - აღნიშნა ზახაროვამ.
სიახლეები
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი აპრილიდან
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს