"ნიგერიის მთავრობა ქრისტიანების მკვლელობას კვლავ თუ დაუშვებს, აშშ, შესაძლოა, „ცეცხლითა და მახვილით“ შევიდეს ამ შერცხვენილ ქვეყანაში ისლამისტი ტერორისტების გასანადგურებლად"
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნიგერიის ხელისუფლება კვლავ თუ დაუშვებს ქვეყანაში ქრისტიანების მკვლელობის გაგრძელებას, აშშ, შესაძლოა, ნიგერიაში შეიჭრას. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
„ნიგერიის მთავრობა ქრისტიანების მკვლელობას კვლავ თუ დაუშვებს, აშშ დაუყოვნებლივ შეუწყვეტს ნიგერიას ყოველგვარ დახმარებას და, შესაძლოა, „ცეცხლითა და მახვილით“ შევიდეს ამ ახლა უკვე შერცხვენილ ქვეყანაში, რათა მთლიანად გაანადგუროს ისლამისტი ტერორისტები, რომლებიც ამ საშინელ სისასტიკეს ჩადიან. ამით ვაძლევ მითითებას ჩვენს ომის დეპარტამენტს, მოემზადოს შესაძლო მოქმედებისთვის. ჩვენ თავს თუ დავესხმებით, ეს იქნება სწრაფი, სასტიკი და სასიამოვნო, ისევე როგორც ტერორისტი ბანდიტები ესხმიან თავს ჩვენს ძვირფას ქრისტიანებს! გაფრთხილება: ნიგერიის მთავრობამ უნდა იმოქმედოს სწრაფად!“- წერს ტრამპი.
ცნობისთვის, 31 ოქტომბერს დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ნიგერიაში მოვლენები სახიფათოდ ვითარდება, რადგან ათასობით ქრისტიანს კლავენ. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ნიგერიაში ქრისტიანობა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგას და რადიკალი ისლამისტები არიან პასუხისმგებელი „მასობრივ ხოცვა-ჟლეტაზე“. ტრამპის განცხადებას ნიგერიის ხელისუფლება გამოეხმაურა. ნიგერიის მთავრობამ პირობა დადო, რომ ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებს და ამ მიმართულებით ვაშინგტონთან თანამშრომლობაზე მზაობა გამოთქვა. როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, ნიგერია ღვთისმოშიში ქვეყანაა, სადაც პატივს სცემენ რწმენას, ტოლერანტობას, მრავალფეროვნებას და ინკლუზიურობას.
სიახლეები
- "ზურა ჯაფარიძეს ციხიდან ამ ფორმით გათავისუფლება სადისტური რეჟიმის სიმხდალის დემონსტრირებაა, შეშინებული რუსი ყველაფრის მკადრებელია" - ირაკლი კუპრაძე
- "პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას" - ზურაბ ჯაფარიძე
- "პირველ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მქონეებს შეეხოს"
- "კიევის რეჟიმი არსებითად უარს ამბობს კონფლიქტის მშვიდობიანად დასრულებაზე, თუმცა, ჩვენ მაინც ვხედავთ გარკვეულ სიგნალებს დიალოგთან დაკავშირებით" - ვლადიმერ პუტინი
- "უამრავი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, რომლის მონაწილე უნდა ვიყოთ, ევროპა ჩვენზე უარს ვერ იტყვის და ვერც ჩვენ ვიტყვით უარს ევროპაზე"